სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა 
16-02-2024
-
+


წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

15 თებერვალს, წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრაზე არსებული კითხვის წრის „მზეკაბანის“ ინიციატივით, ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი.

მისი მიზანი იყო მოსწავლეებში მეტყველების კულტურის, რითმის შეგრძნების, ემოციის გამოხატვის, არტისტიზმის უნარების განვითარება.

კონკურსში ჩართული იყვნენ III-VI  კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წაიკითხეს შოთა ნიშნიანიძის ლექსი - „ჩქარი მატარებელი“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჟიური ემოციას ვერ მალავდა. თითოეული მონაწილის წაკითხული  ლექსი თავისებურად  შთამბეჭდავი იყო. 

წრის ხელმძღვანელმა - ეკატერინე ციმინტიამ მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციაში დაასაჩუქრა.

გამოვლინდნენ გამარჯვებული კონკურსანტებიც - გრანპრის მფლობელი ნინი მოლაშხია გახდა.

სკოლის დირექცია საინტერესო ღონისძიებისთვის მადლობას უხდის „მზეკაბანის“ ხელმძღვანელს - ეკატერინე ციმინტიას და მონაწილე მოსწავლეებს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

„ხელფასები დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა“ - ფინანსთა მინისტრი

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

გორელოვკის N2 საჯარო სკოლა​ში თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ

„ვუსურვებთ,  მისი პირველი ნერგივით ლამაზი, მწვანე და ნაყოფიერი იყოს სკოლაში გატარებული თითოეული წელი!“

„ჩვენი პატარები ისედაც გამორჩეულები არიან, მაგრამ ამ ფორმებში კიდევ უფრო ელეგანტურები და სკოლის ნამდვილი პატარა გუნდის წევრები ჩანან“

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება