| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. პედაგოგები მომავალ თაობას ბუნების დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი საფეხურიდან ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
წელს, სკოლა დიდი სიხარულით შეუერთდა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს აქცია იმდენად მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს, რომ სკოლის ეზოშიც დაერგოთ ნერგები, რომლებზეც სკოლის დამთავრებამდე იზრუნებენ.
მართლაც, ბავშვებმა სკოლის ეზოში ხეები დარგეს და უხარიათ, რომ ნერგები თანდათან ხეები გახდებიან და მათ სახელზე იშრიალებენ.
„უფროსებო! მხარი აუბით პატარების ინიციატივას!“,- მოგვიწოდებენ სკოლაში და მოსწავლეთა ინიციატივებს ყოველთვის მხარს უჭერენ და ახალისებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ხელფასები დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა“ - ფინანსთა მინისტრი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
„ჩვენი პატარები ისედაც გამორჩეულები არიან, მაგრამ ამ ფორმებში კიდევ უფრო ელეგანტურები და სკოლის ნამდვილი პატარა გუნდის წევრები ჩანან“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი