| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ დამფუძნებელსა - ლამზირა ბიწაძეს გლოვობენ. ის ორი ათეული წელი დირექტორის რანგში ემსახურა სკოლას და ქვეყანას არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდა.
საუკეთესო პიროვნება, კარგი მენეჯერი, ერთგული კოლეგა - ასე ახასიათებენ მას სკოლაში და მისი გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ.
„ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ დირექცია, დამფუძნებლები და პედაგოგები უდიდესი მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა სკოლის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ლამზირა ბიწაძე. ქალბატონი ლამზირა დაარსებიდან 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლა „ორნატს“. საუკეთესო პიროვნება, კარგი მენეჯერი, ერთგული კოლეგა, თბილი და საყვარელი ლამზირა მასწავლებელი - აი, ასეთი დარჩება ქალბატონი ლამზირა თანამშრომლების, მოსწავლეების, მშობლების და ახლობლების ხსოვნაში... დიდია მისი წვლილი სკოლა „ორნატის“ დაარსებასა და წინსვლის საქმეში. გულწრფელი ცრემლებით ტირის მთელი სკოლა..
მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა, გვჯერა, ამ სათნო და ძვირფასი ადამიანის სპეტაკი სული ადგილს დაიმკვიდრებს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„ეტალონის“ გუნდი უსამძიმრებს სკოლასა და გარდაცვლილის ოჯახს, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული და პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სტუდენტის სტატუსის შეჩერების ახალი წესი
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება