სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რატომ დააქვთ მოსწავლეებს სკოლაში სათამაშოები და როგორ ეხმარებათ ისინი სასწავლო პროცესში?
18-10-2024
-
+


სათამაშოები ბავშვების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამიტომაც, შესაძლოა, სასწავლო პროცესშიც ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი იყოს. 

მოსწავლეების ნაწილს სკოლაში სათამაშოები დააქვს, ამის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. როგორც ფსიქოლოგების ნაწილი ამბობს, ასე ბავშვები თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობენ. ამიტომაც, საინტერესოა, რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ისინი სასწავლო პროცესში. ამ საკითხზე ინფორმაცია მოვიძიეთ, რომელზე დაყრდნობითაც, სტატიას გთავაზობთ. 

მოსწავლეთა დაინტერესებასა და საგაკვეთილო პროცესში ჩართვას ხელს უწყობს. კერძოდ, სათამაშოებს ბავშვების ყურადღების მიპყრობა და ცნობისმყვარეობის აღძვრა შეუძლიათ, ისინი სწორედ ამისთვის არიან შექმნილი. მათ სხვადასხვა ფერი აქვთ, ზოგიერთი მუსიკალურიცაა. ეს ყველაფერი კი ბავშვებს ეხმარებათ კოგნიტური და სენსორული უნარები განივითარონ. ცნობისმოყვარეობის გამო კი, სასწავლო პროცესში მეტად ჩაერთონ.

ზოგიერთი სათამაშო ბავშვებს სხვადასხვა საკითხში პრაქტიკული გამოცდილების შეძენის საშუალებას აძლევს. ასე მოსწავლეები არსებულ პრობლემებს უფრო მარტივად გადაჭრიან და ექსპერიმენტებს ჩაატარებენ. მაგალითად, სათამაშო სამშენებლო ბლოკებით, თავსატეხებით, სხვადასხვა სამედიცინო თუ სამზარეულოს ნაკრებით, ისინი შეცდომების დაშვებით, სწავლობენ. შედგად კი, კრეატიული აზროვნების უნარი უყალიბდებათ, რაც სასკოლო დავალებების შესრულებაშიც ეხმარებათ.

სათამაშოები ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ფანტაზიას გასაქანი მისცენ. თამაშით ისინი სხვადასხვა შესაძლო ვითარებას წარმოიდგენენ, თითქოს დროსა და სივრცეში მოგზაურობენ. ეს კი, ფაქტობრივად, იგივეა, რაც როლური თამაშები. რაც თავის მხრივ, თვითგამოხატვას, სოციალური უნარების გაუმჯობესებასა და შემოქმედებითობის გზარდას ხელს უწყობს.

ბევრი სათამაშო ბავშვებისთვის ენის სწავლის გასაადვილებლადაა შექმნილი. მათზე სიტყვები, ასოები ან ციფრები წერია ხოლმე. ეს კი მათ დამახსოვრებას უადვილებს. მათი საშუალებით, ლექსიკური მარაგის გამდიდრებაც შესაძლებელია. 

სათამაშოებს ბავშვების სოციალური უნარებისა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარება შეუძლიათ. შედეგად, მოსწავლეები კლასში უფრო კომუნიკაბელურები იქნებიან, ჯგუფურად მუშაობას, მოლაპარაკებას ისწავლიან და ბევრად უფრო ემპათიურები იქნებიან.

უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ემოციური განვითარება. თამაშით ბავშვები ნაბიჯებს თვითშემეცნებისკენ დგამენ. გარდა იმისა, რომ ბევრად უფრო თანამგრძნობნი არიან, ერთგავარად, აღმზრდელის ჩვევებიც უვითარდებათ. ისინი მეტად მეგობრულები არიან და იციან, მეგობრებთან როგორ უნდა მოიქცნენ.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებს სათამაშოები სხვადასხვა საკითხის სწავლაში ეხმარება. მათი საშუალებით, მოსწავლეები მნიშვნელოვან და ცხოვრებისეულ უნარებს იმუშავებენ. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება