სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნის საჯაროდ კითხვის შთამბეჭდავი დღეები საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში
12-02-2024
-
+


რამდენიმე წელია საქართველო წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში კი იგი, პედაგოგ მარი თაბაგარის ხელმძღვანელობით, კვირეულად აქციეს და წიგნის მოყვარულებმა სიამოვნებაც მიიღეს.

პირველი კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები: „მერცხალი და მეცხვარე“, „ბაყაყი და თაგვი“, „ვანო და ქვევრი“, „ცბიერი კაჭკაჭი“.

მოთხრობებში მიმობნეული დიდაქტიკური ელემენტები მასწავლებელთან ერთად განიხილეს და თითოეულს ღრმად და სწორად ჩასწვდნენ პატარები. მერე მხიარულად იმეორებდნენ, „ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო“. არც იაკობის ლექსი დავიწყებიათ და ამაყად ყვებოდნენ:

„გადგიშლი წიგნსა პატარას,
მეც მოგიჯდები გვერდსაო,
გასწავლი წერა-კითხვასა,
არაკებს გეტყვი ბევრსაო“.

IV ბ კლასში კი ახლახანს იროდიონ ევდოშვილის „ნაძვის ცრემლები“ ისწავლეს. მოსწავლეებმა თხზულებებიც დაწერეს და ის ახალი პერსონაჟებიც შეკრიბეს ნაძვის ირგვლივ, ბუნების გაფრთხილების აუცილებლობაზე რომ ყვებიან.

მეოთხეკლასელებმა მასწავლებელთან ერთად ისაუბრეს საქართველოში გავრცელებულ აღმოსავლურ ნაძვსა და ახალი წლის ტრადიციაზეც. თემატურად დაუკავშირეს და წაიკითხეს დოდო ვადაჭკორია-ხიმშიაშვილის საინტერესო მოთხრობა - „ბროლის ციგა“. აქაც იმსჯელეს პერსონაჟების ხასიათსა და ბუნებისადმი დამოკიდებულებაზე, მათ კეთილშობილებასა და გულმოწყალებაზე. როლური თამაშიც მხიარული გამოვიდა.

VI კლასში კი შარშან „ვეფხისტყაოსნიდან“ როსტევანსა და თინათინს გაეცნენ. წელს პროგრამულად ტარიელსა და ავთანდილს უნდა „უმასპინძლონ“,ამიტომაც საინტერესო და შთამბეჭდავი იყო პოემაში „უცხო მოყმის“, ტარიელის უცნაური გამოჩენის ამბავი და მეფის მწუხარება, თინათინის სიბრძნე ( „კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ , ჭმუნვასა ესე სჯობდეს“) და „ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებნად“.

იმდენად გაიტაცა მოსწავლეები „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებმა, მხატვრულმა ხერხებმა, ზუსტმა რითმებმა და რიტმის ჰარმონიულობამ, რომ ხალისით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს სტროფების წაკითხვისას. მერე კი მასწავლებელთან ერთად განმარტავდნენ ძველი და ახალი ქართულის უმშვენიერესი ნაზავით დაწერილი სტრიქონების აზრსა და მნიშვნელობას.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღეები საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ასე ნაყოფიერად გაატარეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება