TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ უნდა გაუმკლავდნენ მასწავლებლები როგორც ონლაინ, ისე სამსახურში შევიწროვების ფაქტებს?
11-02-2024
-
+


სამუშაო ადგილზე ან კონკრეტული პროფესიის გამო შევიწროვება არაა პრობლემა, რომელიც ბოლო დროს წარმოიშვა. ის, ფაქტობრივად, ყოველთვის არსებობდა. სწორედ ამიტომ, რასაკვირველია, გამონაკლისი არც მასწავლებლები არიან. მეტიც, თანამედროვე სამყაროში ისინი შესაძლოა ონლაინ შევიწროვების მსხვერპლიც გახდნენ.

რა შეიძლება გააკეთონ მასწავლებლებმა, თუ მათ მოსწავლეები, მშობლები ან საზოგადოების სხვა წევრები ავიწროებენ - ეს საკითხია, რაზეც პედაგოგები საუბრობენ. ამაზე შესაბამისი ინფორმაცია მოვიძიეთ და მკითხველს მასზე დაყრდნობით, სტატიას ვთავაზობთ. 

თავდაპირველად, აღსანიშნავია, რომ სამსახურეობრივი შევიწროვება სიტყვიერი მუქარის, დაშინების, სექსუალური და ონლაინ შევიწროვების სახით ვლინდება და შეიძლება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდოს. განსაკუთრებით გახშირებულია ონლაინ შევიწროვების შემთხვევები. 

არსებობს პრევენციის გზებიც, რათა რისკი მინიმუმამდე დაიყვანოთ. პირველ რიგში, სოციალურ ქსელებში მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია და ძლიერი პაროლები დააყენეთ. ასე ანგარიშის გატეხვის საფრთხეს თავიდან აიცილებთ. ასევე, ინტერნეტიდან პირადი ინფორმაცია გაასუფთავეთ. კარგად მოძებნეთ, სადმე ისეთი პერსონალური ინფორმაცია არ იყოს დამახსოვრებული, როგორიცაა სახლის მისამართლი, ტელეფონის ნომერი, ანგარიშის ნომერი და ა.შ. 

აუცილებელია თქვენი სოციალური მედიის ანგარიშებზე კონფიდენციალურობის პარამეტრებს გადახედოთ. შესაძლოა, ისეთი ინფორმაცია იყოს საჯაროდ ხილული, რაც თქვენ არ გსურთ, მაგალითად ტელეფონის ნომერი და ელექტრონული პოსტის მისამართი. თუ გსურთ, რომ ზოგიერთი ფოტო და ვიდეო მოსწავლეებმა ან მათმა მშობლებმა არ ნახონ, შეგიძლიათ ესეც მონიშნოთ პარამეტრებიდან. ასევე, სოციალური მედიის ისტორიას გადახედეთ, ნახეთ, რამე ხომ არ არის ისეთი საჯარო პოსტი, რის წაშლასაც ისურვებდით. 

ეს რაც შეეხებოდა პრევენციის გზებს, მაგრამ როდესაც პედაგოგი უკვე შევიწროვების მსხვერპლია, მაშინ საინტერესოა, რა შეიძლება მოიმოქმედოს, რათა ამ ყოველივეს თავი დააღწიოს. 

თუ იმათ რიგებში ხართ, ვინც მუქარასა ან შევიწროებას უკვე განიცდით, საკუთარი თავის დასაცავად, შესაბამისი ზომები მიიღეთ. ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა, რომ მტკიცებულება მოაგროვოთ. გადაიღეთ ყველა მუქარის შემცველი შეტყობინებების ან პოსტების ეკრანის ანაბეჭდები ე.წ. „სქრინები“. ასევე, ჩაიწერეთ სატელეფონო ზარები და ფიზიკურ გარემოშიც, შესაძლო მოძალადის საუბარი. შემდეგ კი ნაბიჯი გადადით და შესაბამის ორგანოს მიმართეთ. თქვენი დაცვა უფრო მარტივია, თუ მტკიცებულებები გექნებათ. 

თუ შევიწროვების მსხვერპლი ონლაინ ხართ, მაგალითად, თუ მსგავს კომენტარებს გიწერენ ან შეტყობინებებს გწერენ, თავად იმ სოციალურ მედიას მიმართეთ და აღნიშნეთ, რომ თქვენს მიმართ სიძულვილის ენას იყენებენ. როგორც წესი, ამგვარ საკითხებს პასუხისმგებლობით ეკიდებიან და შესაძლოა, მათი ანგარიშებიც გაუქმდეს. 

მოძალადეებმა შესაძლოა, თქვენი პირადი ინფორმაცია გაამჟღავნონ, ამ დროსაც, თავდაპირველად, სოციალურ მედიას მიმართეთ, რათა ეს მონაცემი წაიშალოს, შემდეგ კი თუ საჭიროა, საქმეში სამართალდამცველებიც ჩართეთ. პირადი ანგარიშის გატეხვის შემთხვევაში კი, პაროლების შეცვლა დაგჭირდებათ. 

აუცილებელია, რომ მსგავსი ზეწოლის შესახებ, დამსაქმებელსაც შეატყობინოთ. ისინი შესაბამისი ზომების გატარებაში დაგეხმარებიან. მაგრამ, ამავდროულად, შეიძლება საქმე სამსახურში შევიწროვებასთანაც გვქონდეს. მაშინ როგორ ვიქცევით?

ამ დროს, სკოლის ხელმძღვანელსა და ადმინისტრაციას უნდა შეატყობინოთ და შესაბამისი ზომების გატარება მოითხოვოთ. თუ ასე არ მოხდა, მაშინ პოლიციასაც მიმართეთ და თქვენი უფლებები კანონის ძალით დაიცავით. შეიძლიათ, ზემდგომებსა და სამართალდამცველებს ერთდროულადაც მიმართოთ. 

საქართველოში სამუშაო ადგილზე შევიწროვება კანონით აკრძალულია. 

„შევიწროებისას ან/და სექსუალური შევიწროებისას სამართალდამრღვევი დასაქმებულისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება დამსაქმებელს არ ათავისუფლებს შესაბამისი პასუხისმგებლობისგან. დამსაქმებელს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს, თუ მისთვის ცნობილი გახდა შევიწროების ან/და სექსუალური შევიწროების ფაქტი და მან ამ ფაქტის შესახებ არ შეატყობინა შრომის ინსპექციას ან/და არ მიიღო შესაბამისი ზომები აღნიშნული ქმედების აღსაკვეთად“,- ვკითხულობთ საქართველოს შრომის კოდექსში. 

შესაბამისად, თითოეულ დასაქმებულს, მათ შორის, რა თქმა უნდა, მასწავლებლებსაც კანონი იცავს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

დადგენილებით განისაზღვრა აღსაზრდელთა კონტინგენტი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:

გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ სკოლაში არსებობდა „ბულინგის კულტურა“, რომელსაც ხელმძღვანელობამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია.

განათლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებაა - ცნობილია, რა ვალდებულება და უფლებამოსილება დაემატა უწყებას

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება