| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საჯარო სკოლა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკი“ რამდენიმე წელია თანამშრომლობენ. სკოლა აქტიურად მონაწილეობს მათ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში.
გასული წლის ნოემბრის თვეში „საზოგადოება ბილიკის“ დაანონსებულ ინიციატივებში გაიმარჯვა იგოეთის სკოლის მოსწავლეთა პროექტმა, რომელიც ეხებოდა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში „საზოგადოება ბილიკმა“ სკოლას შეუძინა სხვადასხვა საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსი, რომელსაც აქტიურად იყენებენ სწავლების პროცესში.
მიმდინარე წლის 28 იანვარს კი „საზოგადოება ბილიკმა“ სკოლას უსახსოვრა საკანცელარიო ნივთები.
„საჩუქარმა ძალიან გაგვახარა. იგოეთის საჯარო სკოლის სახელით დიდ მადლობას მოვახსენებთ „საზოგადოება ბილიკს“ და იმედია კვლავაც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება