| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საბერძნეთში საერთო-ეროვნული გაფიცვაა, პარალიზებულია სასწავლო პროცესი. პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა მასწავლებელთა და სტუდენტთა გაერთიანებებია, რომლებსაც საავადმყოფოს ექიმებიც და საჯარო მოხელეებიც შეუერთდნენ.
საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთის 50-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტების ნაწილს უჭირავს ფრანგულენოვანი ბანერები - ისინი ღიად აცხადებენ, რომ ისინი ზუსტად იმავე პრობლემებს აწყდებიან ცხოვრების გაძვირებისა და სოციალური არასტაბილურობის კუთხით, რამაც ცოტა ხნის წინ საფრანგეთში მძაფრი და ძალადობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.
საბერძნეთის სამართალდამცავი უწყებები მზადყოფნის რეჟიმში გადავიდნენ, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო არეულობა ან შეტაკებები. ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები, დროებით დაიკეტა ათენის რამდენიმე ცენტრალური მეტროსადგური, რამაც ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობის ნაწილობრივი შეფერხება გამოიწვია.
პროტესტის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ეს არ არის ერთჯერადი აქცია და თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, დემონსტრაციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: საბერძნეთის დაწყებითი განათლების მასწავლებელთა ფედერაციამ (DOE) სკოლამდელი და დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის 24-საათიანი სრული გაფიცვა გამოაცხადა.
საშუალო სკოლების პედაგოგთა ფედერაციამ (OLME) მუშაობა დღის პირველ ნახევარში (11:00-დან 14:00 საათამდე) შეაჩერა, თუმცა რეგიონულ ორგანიზაციებს უფლება მიეცათ, საათობრივი შეზღუდვა სრულ გაფიცვად ექციათ. იმავდროულად, საბერძნეთის საავადმყოფოს ექიმთა კავშირების ფედერაციამ (OENGE) სამედიცინო სექტორის მასშტაბური გაფიცვა უზრუნველყო და ასევე საჯარო მოხელეთა კონფედერაციამ (ADEDY) სამუშაო დღის ბოლო საათებში გაფიცვა გამოაცხადა, რათა თანამშრომლებს დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღება შეძლებოდათ.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნებია:
ხელფასების ზრდა და ცხოვრების გაძვირებასთან გამკლავება: მონაწილეები აცხადებენ, რომ მზარდი ინფლაციისა და ყოველდღიური პროდუქტების ფასების ფონზე, მათი ანაზღაურება არასაკმარისია.
ქირის გადასახადი: სტუდენტური მოძრაობები განსაკუთრებით აპროტესტებენ ბინების ქირის მკვეთრ ზრდას. მათი თქმით, ახალგაზრდებს სწავლის პერიოდში ელემენტარული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა უზარმაზარ ტვირთად აწვებათ.
განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება: მასწავლებლები სკოლებში კადრების დეფიციტს, გადატვირთულ კლასებსა და შენობების გაუმართავ ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ. ექიმები კი საავადმყოფოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას ითხოვენ.
უფასო საჯარო განათლება: სტუდენტები ეწინააღმდეგებიან კერძო უნივერსიტეტების ლეგალიზების მცდელობას და ითხოვენ, რომ სახელმწიფო სახსრები მთლიანად საჯარო, უფასო სასწავლებლების გაძლიერებისკენ მიიმართოს.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება