სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მობილურების შეზღუდვით, დაისვენა სასკოლო საზოგადოების ნერვებმაც და თვალებმაც“... - ბეჩოს სკოლის დირექტორი რეფორმის „პირველად“ შედეგებზე საუბრობს
22-10-2026
-
+


მაღალმთიანი სვანეთის მკაცრ, თუმცა საოცრად დიდებულ ბუნებაში ჩაფლული სოფელი ბეჩოს საჯარო სკოლა ყოველდღიურად განსაკუთრებული ემოციითა და სიცოცხლით ივსება; აქ რეფორმებს ისე ხვდებიან არა როგორც ბიუროკრატიულ ვალდებულებას, არამედ როგორც სკოლის გაფერადებისა და გაცოცხლების ახალ შესაძლებლობას. ხელმძღვანელობისა და პედაგოგებისთვის თითოეული მოსწავლე უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო ხარისხიანი განათლებისკენ მიმავალი გზა სიყვარულსა და ბავშვებისადმი უსაზღვრო კეთილგანწყობაზე გადის.
 
სასკოლო ცხოვრების სიახლეებს ბეჩოს საჯარო სკოლის დირექტორი, მერი ჟორჟოლიანი etaloni.ge-სთან აფასებს. 
 
მისი თქმით, სასკოლო ფორმების შემოღებამ საოცარი ესთეტიკა და სადღესასწაულო ატმოსფერო შემოიტანა ყოველდღიურობაში: „უფორმა ერთიანობისა და სიამაყის განცდაა. იცით, როგორ უხდებათ ბავშვებს? ფორმებში გამოწყობილი მოსწავლეები საოცრად ლამაზები არიან და თავად საკლასო ოთახებიც კი სრულიად შეიცვალა, თითქოს ყველაფერი ერთიანად გალამაზდა. ეს სილამაზე ბავშვებს სკოლისადმი სულ სხვაგვარ პატივისცემას უნერგავს“, - აღნიშნავს ქალბატონი მერი და დასძენს, რომ ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უფრო მკაფიოდ გამოჩნდა მოსწავლეთა შეფასების ახალი სამკომპონენტიანი მოდელის დანერგვისას.
 
ბეჩოს სკოლის ხელმძღვანელი სიამაყით აღნიშნავს, რომ ახალმა სისტემამ ბავშვებში სწავლისადმი მოტივაცია მეტად გააღვივა: „ჩვენს სკოლაში საოცარი რამ ხდება: ბავშვები, სხვადასხვა საპატიო მიზეზის გამო, ხანდახან სკოლაში რომც ვერ მოვიდნენ და გაკვეთილი გააცდინონ, სახლში მაინც უდიდესი მონდომებით ასრულებენ დავალებებს. მათ ზუსტად იციან, რომ საშინაო თუ საკლასო აქტივობა მეორეხარისხოვანი აღარ არის. მიხვდნენ, რომ ყოველი დღე, ყოველი შესრულებული სავარჯიშო მათი წინსვლისა და წარმატების ნაწილია. სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“.
 
მერი ჟორჟოლიანი ასევე ღიმილით გვიმხელს, რომ საგანმანათლებლო ხარისხის ამაღლებასთან ერთად, სკოლაში უდიდესი შვება მოიტანა მობილური ტელეფონების შეზღუდვამ, რამაც საკლასო ოთახებს ნამდვილი სიმშვიდე დაუბრუნა. როგორც ირკვევა, ახალი წესების წყალობით, მოსწავლეებს ტელეფონები სკოლაში აღარც კი მოაქვთ, რადგან კარგად იციან, რომ სასწავლო პროცესში მაინც ვერ გამოიყენებენ.
 
„ამ გადაწყვეტილებით, მარტივად რომ ვთქვათ, ერთიანად დაისვენა სრულიად სასკოლო საზოგადოების ნერვებმაც და თვალებმაც. ბავშვები გაცილებით კონცენტრირებულები არიან, ხოლო შესვენებებზე ეკრანების ნაცვლად ერთმანეთთან ცოცხალ, თბილ კომუნიკაციას დაუბრუნდნენ. სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ ჯანსაღ გარემოში იზრდებიან შენი მოსწავლეები“, - ამბობს ჯემალ გაბულდანის სახელობის, ბეჩოს საჯარო სკოლის დირექტორი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება