სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მორძგვეთის საჯარო სკოლის ორადორ მოსწავლეს პედაგოგებმა საახალწლო ზეიმი დაუვიწყარ მოგონებად უქციეს
29-12-2023
-
+


როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ.

როგორც სკოლის დირექტორის მ.შ. მაია ბარჯაძე წერს, მოსწავლეებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი ხარისხიანი სწავლა-განათლების მისაღებად. კერძოდ, მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, გარემო უსაფრთხოა, პედაგოგები კი მოტივირებული არიან. ამჟამად, სკოლაში 2 მოსწავლე - დები დარეჯან და ბარბარე კაპანაძეები სწავლობენ. მათ მასწავლებლებმა საახალწლო ზეიმი დაუვიწყარ მოგონებად უქციეს. 

მოსწავლეებმა, პატარა ძმასთან ერთად, ნაძვის ხესთან იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და თოვლის ბაბუასგან საჩუქრები მიიღეს.

„სულ უფრო მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში და მოსახლეობის რიცხვი სოფელში. მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლე სწავლობს - დები დარეჯან და ბარბარე კაპანაძეები. ეს გოგონები და მათი ოჯახი სოფელს უნარჩუნებს სკოლას, რაც ნამდვილად დასაფასებელია. სკოლის პედაგოგებმა საახლწლო ზეიმი გოგონებს და მათ პატარა ძამიკოს ნამდვილ დღესასწაულად  უქციეს. ჩვენი საახალწლო ნატვრაა ფეხბედნიერი იყოს 2024 წელი, მუდამ ისმოდეს სოფლის მაცოცხლებელი ზარის წკრიალი ჩვენი პატარა სკოლის კედლებში“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორის მ.შ. მაია ბარჯაძე. 

იხილეთ ფოტოები:                                                                              

                                                                                     


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება