სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გონების კოდი“ - მორიგი საინტერესო ინტელექტუალური შეხვედრა მარტვილის N1 საჯარო სკოლაში
27-11-2026
-
+


მარტვილის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „გონების კოდი“ მორიგი შეხვედრა გაიმართა. 

თამაშის მონაწილეები მე-10 კლასელები იყვნენ.

ამჯერად, მათ საშუალოზე მაღალი სირთულის ლოგიკური ამოცანები შეასრულეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიუხედავად იმისა, რომ მეათე კლასი სკოლაში ერთ-ერთ ძლიერ კლასად ითვლება, ამოცანებმა მოსწავლეებს არცთუ მცირე სირთულეები შეუქმნა. საჭირო გახდა მეტი დრო, ფიქრი, მსჯელობა და გუნდური მუშაობა. ერთმა ჯგუფმა დავალებებს წარმატებით გაართვა თავი.

„თუმცა თამაშის პროცესში მივხვდი, რომ საჭირო იყო ტაქტიკის შეცვლა. არ მინდოდა, სირთულეს მოსწავლეთა მოტივაცია დაეკარგა. ამიტომ მათ ისტორიული დეტექტივები შევთავაზე - მინიშნებებზე დაკვირვება, ფაქტების გაანალიზება, ვერსიების გამორიცხვა და ისტორიული პიროვნებებისა თუ მოვლენების გამოცნობა. შედეგმაც არ დააყოვნა! კლასი გამოცოცხლდა, გუნდები გააქტიურდნენ, გაჩნდა ინტერესი, ემოცია და აზარტი. თამაშიც ახალი ენერგიით გაგრძელდა“,- გვეუბნება ღონისძიების ხელმძღვანელი და დასძენს, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომინტელექტუალური თამაშის მიზანი მხოლოდ სწორი პასუხის მიღება არ არის. მთავარია, მოსწავლეს გაუჩნდეს ფიქრის სურვილი, არ შეეშინდეს სირთულის, ისწავლოს შეცდომისგან და აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები.

„ზოგჯერ გამარჯვება სწორი პასუხია, ზოგჯერ კი - ის მომენტი, როდესაც სირთულის წინაშე არ ნებდები და აზროვნებას აგრძელებ. მადლობა მეათეკლასელებს აქტიურობისთვის, ჩართულობისა და დღევანდელი საინტერესო გამოცდილებისთვის!

„გონების კოდი“ გრძელდება - რადგან მოაზროვნე, ცნობისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდების აღზრდა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

მშობლიური ენის სიყვარულით მოპოვებული ოქრო-ვერცხლის დიპლომები - „ეტალონელების“ მორიგი ტრიუმფი​ საგნობრივ ოლიმპიადაზე

მასწავლებლებისთვის ვადა 3 დეკემბერს იწურება - ვინ უნდა წარადგინოს განაცხადი NAEC-ში

ავტორიზაციის საბჭო უნივერისტეტების საკითხს განიხილავს - შეხვედრის დრო და სხვა დეტალები

ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, ​რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სკოლის 180 წლის იუბილე მიულოცა და სკოლის ისტორიულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე ისაუბრა

„ყველა ბავშვი უნიკალურია და მასში არის ინდივიდუალური ნიჭი ან უნარი, რომელსაც წახალისება უნდა“

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება