| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. გიმნაზიაში წარმატებით მუშაობს შემოქმედებითი წრე „მარჯვე ხელები“.
აქტიურ და ნაყოფიერ საქმიანობას აგრძელებს წრის ხელმძღვანელი ნინო ვერულუძე, რომლის მთავარი მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, ესთეტიკური გემოვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაა.
წრის ფარგლებში დასრულდა ჩანთების შექმნისა და მხატვრული გაფორმების ეტაპი. მოსწავლეებმა საკუთარი ფანტაზიისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოყენებით შექმნეს ორიგინალური ნამუშევრები, რომლებშიც ინდივიდუალური ხედვა და შრომისმოყვარეობა ნათლად გამოვლინდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შემოქმედებითი საქმიანობის მომდევნო ეტაპი სამაჯურებისა და სხვადასხვა აქსესუარის დამზადებასა და დეკორირებას დაეთმობა. ახალი თემატიკა მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, გამოავლინონ საკუთარი ინდივიდუალობა, განავითარონ ხელსაქმის ტექნიკა და ყოველდღიური ნივთები განსაკუთრებულ, ესთეტიკურ ნამუშევრებად აქციონ.
„მარჯვე ხელები“ არის სივრცე, სადაც შრომა, ფანტაზია და შემოქმედებითი ძიება ერთმანეთს ერწყმის, ხოლო თითოეული ნამუშევარი მოსწავლის მონდომებისა და შესაძლებლობების გამოხატულებად იქცევა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
მშობლიური ენის სიყვარულით მოპოვებული ოქრო-ვერცხლის დიპლომები - „ეტალონელების“ მორიგი ტრიუმფი საგნობრივ ოლიმპიადაზე
ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სკოლის 180 წლის იუბილე მიულოცა და სკოლის ისტორიულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე ისაუბრა
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება