სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები

მშობლიური სიტყვის ტრიუმფი ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში - როგორ იქცა მასწავლებლის პროფესიონალიზმი და „ეტალონთან“ მეგობრობა დიდ გამარჯვებად​
26-11-2026
-
+


როდესაც ნიჭი, შრომისმოყვარეობა და მშობლიური ენის უსაზღვრო სიყვარული ერთიანდება, შედეგი ყოველთვის შთამბეჭდავია. ბაღდათის N1 საჯარო სკოლის კედლებში დღეს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყე სუფევს. სკოლა, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა განათლების მაღალი ხარისხითა და მომავალი თაობის აღზრდისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.

„ეტალონის“ პრესტიჟულ საგნობრივ ოლიმპიადაში ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა: ლაშა ფურცელაძემ, ნინი კვირიკაძემ, ანანო ბურჯანაძემ და ნოე კამლაძემ საუკეთესო შედეგები აჩვენეს და დაამტკიცეს, რომ მიზანდასახულობითა და ცოდნის წყურვილით ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობაა შესაძლებელი.

თუმცა, აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ - ყველა დიდი გამარჯვების უკან დგას ადამიანი, რომელიც მოსწავლეებს ამ გზაზე მიუძღვის, მათში ცოდნის ნაპერწკალს აღვივებს და ყოველდღიური ზრუნვით გამარჯვების რწმენას უნერგავს.

ამ წარმატების მთავარი შემოქმედი ბაღდათის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უბადლო, მზრუნველი და თავდადებული პედაგოგი - მაია ხმალაძეა. სწორედ მისი პროფესიონალიზმის, თითოეული მოსწავლისადმი გულისხმიერი მიდგომისა და ქართული სიტყვისადმი უდიდესი სიყვარულის დამსახურებაა, რომ ბავშვები „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში ჩაერთნენ და საკუთარი შესაძლებლობები ასე წარმატებით წარმოაჩინეს.

ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარული ხომ მხოლოდ სასკოლო პროგრამის ათვისება არ გახლავთ - ეს საკუთარი ფესვების, კულტურის, ეროვნული იდენტობის გააზრებაა და სწორედ ამ უდიდესი ფასეულობების ერთგულებამ მოუტანა ბაღდათის N1 საჯარო სკოლას მორიგი შთამბეჭდავი აღიარება. სკოლის დირექციის მუდმივი თანადგომა, ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და პედაგოგებისა თუ მოსწავლეების წახალისება კი ის მყარი საფუძველია, რაზეც სკოლის თითოეული წარმატება შენდება.

აქვე სიამაყით დავძენთ, რომ ამ წარმატებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა „ეტალონთან“ სკოლის მრავალწლიანმა ნაყოფიერმა მეგობრობამაც. ეს თანამშრომლობა მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გამოსცადონ საკუთარი ძალები, აიმაღლონ მოტივაცია, გაიფართოონ თვალსაწიერი და მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა.

ვულოცავთ ბაღდათის N1 საჯარო სკოლას, მის გულისხმიერ დირექციას, ქართული ენისა და ლიტერატურის ამაგდარ პედაგოგს - ქალბატონ მაია ხმალაძესა და უდავოდ საამაყო მეშვიდეკლასელებს ამ დამსახურებულ გამარჯვებას!

გვჯერა, მშობლიური ენის სიყვარულით გაკვალული ეს გზა კიდევ არაერთი დიდი წარმატების საწინდარი გახდება.

წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!


„ეტალონის“ ოლიმპიადების შესახებ დამატებით იხილეთ 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ვულოცავთ ბაღდათის N1 საჯარო სკოლას, მის გულისხმიერ დირექციას, ქართული ენისა და ლიტერატურის ამაგდარ პედაგოგს
 

პირველკლასელთა ასაკის ცვლილებაზე პარლამენტში პეტიცია მეორედ დარეგისტრირდა - რა არგუმენტები აქვთ მშობლებს და როდის განიხილება საკითხი

„აღმზრდელებისა და მასწავლებლების ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება - კანონპროექტში ეს ჩანაწერი არსებობს“

4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ ყველას შეახსენა, რომ მეგობრობა, სიკეთე, ურთიერთპატივისცემა და თანადგომა ის ფასეულობებია, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს და სამყაროს უფრო ლამაზსა და კეთილს ხდის

საბუეს საჯარო სკოლა ულოცავს მონაწილეებს წარმატებულ ჩართულობას და უსურვებს შემდგომ წინსვლას ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით

მოსწავლეებმა მოამზადეს ნახატები, ისაუბრეს მათთვის საინტერესო პროფესიებზე და წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები
 
საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება