სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებისთვის ვადა 3 დეკემბერს იწურება - ვინ უნდა წარადგინოს განაცხადი NAEC-ში
27-11-2026
-
+


2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში მასწავლებლებისათვის ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე მონაწილეობისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განაცხადების მიღება 3 დეკემბერს 18:00 საათზე დასრულდება.

მასწავლებლებს, რომლებმაც საგნის გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური გადაიხადეს და რეგისტრაცია არ გაიარეს, გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ მატერიალური ფორმით.

იხილეთ განაცხადის ფორმა (განაცხადის შევსებისას იმ ველების შევსება, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ გაქვთ (მაგ.: საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის კოდი) სავალდებულო არ არის).

განმცხადებელმა განაცხადი უნდა წარადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა №9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც უზრუნველყოფენ განაცხადების ცენტრში გადაგზავნას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eFlow) მეშვეობით.

ასევე, თუ მასწავლებელი დარეგისტრირდა ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე, თუმცა გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით საფასური განსაზღვრულზე მეტი ოდენობით გადაიხადა ან ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა გამოცდაში მონაწილეობაზე, გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნით განაცხადის წარდგენა შეუძლია როგორც მატერიალური ფორმით, ისე ელექტრონულად - https://online1.naec.ge/oapp.

თანხის ჩარიცხვა განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე განხორციელდება.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

მასწავლებლებისთვის ვადა 3 დეკემბერს იწურება - ვინ უნდა წარადგინოს განაცხადი NAEC-ში

ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, ​რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლობით გაჭიანურდა და პროექტების ღირებულებამ 2 მილიონს გადააჭარბა - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა

ცვლილება სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის - მთავრობის დადგენილება ძალაშია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ საინტერესო შემეცნებით საქმიანობებში

მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ დისკუსიებსა და შეთავაზებულ აქტივობებში
 

მოსწავლე კონკურსზე საინტერესო იდეით წარდგა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება