სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

„ეტალონის“ დიპლომი და აღიარება, რომელიც მოტივაციას ქმნის - ლიდერი სკოლები „ეტალონთან“ მეგობრობას ირჩევენ
26-11-2026
-
+


არსებობს კავშირები, რომლებიც საქმიანი თანამოაზრეობით იწყება, თუმცა დროსთან ერთად დიდ, შეუცვლელ მეგობრობაში გადაიზრდება. სწორედ ასეთია „ეტალონისა“ და საქართველოს სკოლების ათწლეულების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობა - კავშირი, სადაც მთავარი ღირებულება განათლებისადმი უპირობო ერთგულებაა.

როდესაც სკოლის კედლებში შექმნილი სიახლე, დირექტორის, სასკოლო საზოგადოების, პედაგოგის შრომა და მოსწავლის წარმატება ფართო საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი, სასკოლო ცხოვრება განსაკუთრებულ ელფერს იძენს. საგანმანათლებლო-შემეცნებითი პორტალი ETALONI.GE კი წლებია ამ პროცესის მთავარი მემატიანე და გულშემატკივარია. სწორედ ამ მრავალწლიანი თანამოაზრეობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის ნიშნად, ჩვენი გუნდი თანამოაზრე სკოლების დირექტორებს სპეციალური საპატიო დიპლომებით აჯილდოებს.

ეს ფორმალური სტატუსი კი არა, საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, ​რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს.

კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ მეგობრობა „ეტალონთან“ ნიშნავს, რომ სკოლის ხმა ისმის ყველგან, ხოლო მისი წარმატებული პრაქტიკა სხვებისთვისაც მისაბაძი ხდება.

ჩვენთვის კი, როგორც მედია და საგანმანათლებლო პლატფორმისთვის, განსაკუთრებით ძვირფასია ის ნდობა, რომელსაც სკოლის დირექტორები გვიცხადებენ, რადგან გვაქვს საერთო მიზანი - ერთიანი ძალებით, ურთიერთპატივისცემითა და საქმის სიყვარულით უზრუნველვყოთ თითოეული ბავშვის უმაღლესი კონსტიტუციური უფლება - მიიღოს ხარისხიანი განათლება და იცხოვროს გარემოში, სადაც მათი ნიჭი და მონდომება ყოველთვის დაფასებულია.

„ეტალონი“ მადლობას უხდის თითოეულ თანამოაზრე დირექტორს, პედაგოგსა და სასკოლო საზოგადოებას ამ ნდობისთვის, მეგობრობისთვის, თანამოაზრეობისთვის - ერთად არაერთ საამაყო და განათლებულ თაობას აღვზრდით!


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, ​რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლობით გაჭიანურდა და პროექტების ღირებულებამ 2 მილიონს გადააჭარბა - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა

ცვლილება სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის - მთავრობის დადგენილება ძალაშია

ვულოცავთ ბაღდათის N1 საჯარო სკოლას, მის გულისხმიერ დირექციას, ქართული ენისა და ლიტერატურის ამაგდარ პედაგოგს
 
პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ საინტერესო შემეცნებით საქმიანობებში

მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ დისკუსიებსა და შეთავაზებულ აქტივობებში
 

მოსწავლე კონკურსზე საინტერესო იდეით წარდგა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება