| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა ქალაქი ფოთი და კოლხეთის ეროვნული პარკი დათვალიერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსკურსია მიზნად ისახავდა მოსწავლეებში გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ამა თუ იმ საკითხისადმი მოზარდების ინტერესის გაღვივებას, მოტივაციის ამაღლებას, საგანთა შორის ინტეგრაციას, გარემოზე დაკვირვების, ჯგუფური მუშაობის, სოციალური, კვლევითი და თვითმართვის, დაგეგმვის უნარების განვითარებას, ცალკეულ საგანში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ინფორმაციის შეგროვებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და მსოფლმხედველობისა და ქცევის ნორმების ჩამოყალიბებას.
მოსწავლეებს გიდობა კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსმა ხათუნა ქაცარავამ და პარკის ბუნებრივი რესურსების უფროსმა სპეციალისტმა მანანა ჩიქოვანმა გაუწიეს.
მოსწავლეებისთვის სანაოსნო ტურიც მოეწყო.
იხილეთ ვიდეო
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს