| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მათ ინტერესებს მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-5ა კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი: თამთა გაჩეჩილაძეა, მათემატიკის მასწავლებელი კი - მაია ფოფხაძე, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო თემა იყო - „მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს 10 უდიდესი ქვეყანა და ინტერნეტიზაცია“.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც თავად მოსწავლე ქმნის, დავალების ეს ტიპი მოიცავს რამდენიმე დავალებას ერთად: მოძიებას, დალაგებას, მსჯელობას, პრეზენტაციას...
მოსწავლეებისთვის საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა აღნიშნულ დავალებაზე მუშაობა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლებმა, მრავალნიშნა რიცხვების შესახებ მიღებული ცოდნა გამოიყენეს დავალების შესასრულებლად, შეიძინეს ახალი გამოცდილება: PowerPoint-ში მუშაობა, დიაგრამის შედგენა, საკუთარი ნამუშევრის პრეზენტირება კლასის და მასწავლებლის წინაშე.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“