| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა კრწანისისა და სამგორის რაიონების საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. მათ შორის, იყო თბილისის N219 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ქაცანაშვილი.
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასკოლო საზოგადოების წევრები - დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებმაც თავიანთი პედაგოგების დამსახურება განსაკუთრებული პატივისცემით აღნიშნეს.
სკოლაში ახარებთ კოლეგის ღვაწლის აღნიშვნა და დაფასება და მას პროფესიულ წარმატებასა და კიდევ არაერთი წარმატებული თაობის აღზრდას უსურვებენ.
„ვამაყობთ, ჩვენი პედაგოგის აღიარებით და ულევ წარმატებას ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაფასებისა და მათი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობის წარმოჩენის მიზნით, ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის აღნიშნული ინიციატივა მასწავლებლების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას ემსახურება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს