სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რატომ არიან მასწავლებლები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურები? - პედაგოგის  მთავარი დანიშნულება 
09-12-2023
-
+


„სკოლის პედაგოგებს აქვთ ძალაუფლება, რომელზეც პრემიერ-მინისტრებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ“ - ეს სიტყვები ევროპის მეომარმა ლიდერმა - უინსტონ ჩერჩილმა განაცხადა და ალბათ, მასში ეჭვი არც არვის შეაქვს. მასწავლებლები, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ფიგურებს წარმოადგენენ ან უნდა წარმოადგენდნენ, ამაზეც აღარავინ დავობს. 

და მაინც, მოდით განვიხილოთ პედაგოგის 5 მთავარი დანიშნულება. 

აღზარდო თაობები, წვლილი შეიტანო განათლებული და ერუდირებული საზოგადოების ფორმირებაში დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც დიდ შრომასა და საქმისადმი განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. სასკოლო ასაკი, არის პერიოდი, როცა ადამიანი ივითარებს იმ უნარებს, იძენს იმ თვისებებს და უყალიბდება ის მსოფლმხედველობა, რაც შემდეგ მისი პიროვნების ხატად ფორმირდება. 

პირველი დანიშნულებაც სწორედ ეს არის - ზემოქმედბება მოსწავლეზე 

დიდ მასწავლებლებს აქვთ უნარი ჯერ წარმართონ მოსწავლეების ცხოვრება უკეთესობისკენ და თუ ისინი არასწორ გზას ადგანან, შეუცვალონ მათ კურსი. 

მასწავლებლები პასუხისმგებელნი არიან სტუდენტების წარმატებასა და წარუმატებლობაზე. კარგი მასწავლებლები არ აძლევენ უფლებას მოსწავლეებს, რომ თავიანთი პოტენციალი მაქსიმალურად არ გამოიყენონ. 

მეორე დანიშნულება კი არის - იყვნენ ავტორიტეტები მოსწავლეებისთვის 

მასწავლებელი მოსწავლისთვის მისაბაძი პიროვნებაა. მასწავლებლისა და მოსწავლის კავშირი ფასდაუდებელია. სამაგალითო მასწავლებლები მოსწავლეებისთვის იქცევიან ავტორიტეტებად, რომლების აზრსაც ისინი ყოველთვის გაიზიარებენ და ამათუიმ გადაწყვეტილებას, სწორედ მათი შეხედულების გათვალისწინებით მიიღებენ.

ბოლო, მესამე დანიშნულება კი - განათლების ძალის უზრუნველყოფაა

ცოდნა და განათლება არის საფუძველი ყველაფრისა, რისი მიღწევაც შესაძლებელია ცხოვრებაში. მასწავლებლები აძლევენ განათლების ძალას ახალგაზრდებს, რითიც მათ უკეთესი მომავლის შესაძლებლობას სთავაზობენ.

მასწავლებლები აბსტრაქტულ ცნებებს ხელმისაწვდომს ხდიან მოსწავლეებისთვის. მასწავლებლები ბავშვებს აცნობენ იდეებსა და თემებს, რომლებთანაც მათ სხვაგვარი შეხება არ ექნებოდათ. მათ შეუძლიათ გააფართოვონ ინტერესები და აიძულონ მოსწავლეები, რომ მუდმივად უკეთესობისკენ ისწრაფვოდნენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება