TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასის“ დირექტორი, „საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი 2023“-ის მეურვე ქეთევან ედიბერიძე საერთაშორისო ფორუმზე წარმატებით წარდგა
01-12-2023
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ მკვლევართა კლუბი წარმატებით მუშაობს. კლუბს თავად სკოლის დირექტორი, მენტორი პედაგოგი ქეთევან ედიბერიძე ხელმძღვანელობს. ქიმიის პედაგოგი ახალგაზრდა მკვლევარების განვითარებაზე ზრუნავს, მათ მეცნიერების სიყვარულს უნერგავს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურავს. კლუბის სახელზე არაერთი წარმატებაა, მათ შორის ის გახლავთ კონკურსის - „საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი 2023“ გამარჯვებული.

ამჯერად დირექტორმა საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც კლუბის მეტად საინტერესო პროექტი წარადგინა. 

24 -25 ნოემბერს კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის (პოლონეთი) მიწვევითა და დაფინანსებით ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა 11 კლუბი (YEC) საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა.

ფორუმის მისიაა იმ ადამიანთა გაერთიანება, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს – ბავშვებსა და მოზარდებს დაეხმარონ კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობის განვითარებაში, პრობლემის გადაჭრის უნარის გამომუშავებაში.

YEC ფორუმზე პროექტები წარმატებით წარადგინეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლებმა: კონკურსის - „საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი-2023“ გამარჯვებულმა ქეთევან ედიბერიძემ („ანაბასისი“, ზესტაფონი), ელისო აბრამიშვილმა (საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლა, საჩხერე), მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულმა - ნინო ფსუტურმა (გორის მე-8 საჯარო სკოლა, გორი), ვაჟა ტეტუნაშვილმა (სოფელ იმერის საჯარო სკოლა, წალკის მუნიციპალიტეტი), ნათელა ბაღათრიშვილმა (ქალაქ თელავის მე-7 საჯარო სკოლა, თელავი), თამარ ბერიძემ (ქვემო სობისის საჯარო სკოლა, გორი), მარინე ჭელიძემ (საერო სკოლა „ბინული“, თბილისი), მაია ხარაძემ (სოფელ ხარაულის საჯარო სკოლა, აჭარა), თინათინ ბერიძემ (გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძრისის საჯარო სკოლა; ბორჯომი) და თამარ დობორჯგინიძემ (ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა).

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა სკოლა „ანაბასისის“ დირექტორი, მკვლევართა კლუბის მეურვე,  ქიმიის მენტორი პედაგოგი ქეთევან ედიბერიძე, როგორც კონკურსის - „საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი 2023“ საქართველოდან გამარჯვებული. მან  დიდი მადლობა  გადაუხადა  კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს საინტერესო და მიმზიდველი კონკურსის ინიცირებისათვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის საქართველოს წარმომადგენლობას, ხატია ნებულიშვილს, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევის ცენტრის  SALis ხელმძღვანელს, მარიკა კაპანაძეს, კონკურსის ჟიურის მკვლევართა კლუბ „ანაბასისის“ საპატიო ტიტულზე წარდგენისათვის.

ქეთევან ედიბერიძემ ისაუბრა კლუბის პროექტზე - „პიგმენტები ფერწერისათვის ნორჩი მკვლევარებისაგან!“, რომელიც  სკოლაში მოქმედ ხელოვნების კლუბთან კოლაბორაციით განხორციელდა.  პროექტმა  ქიმიური ექსპერიმენტი და ხატვა ერთმანეთს დაუკავშირა და ნარჩენების მართვის ახალი მეთოდი მოიფიქრა: „ნარჩენები“  სახატავ პიგმენტებად იქნა გამოყენებული.  „ხელოვანებმა“ და „მკვლევარებმა“ ექსპერიმენტების შედეგად მიღებული ფერადი ნალექებით სიამოვნებით შექმნეს ფერწერული ნამუშევრები.

გამოყენებული  ნარჩენების მართვის მეთოდი „მწვანე ქიმიის“ რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა: უნარჩენო წარმოება, უსაფრთხო წარმოება, ნაკლები თანაპროდუქტები. იგი ასევე კავშირში იყო მდგრადი განვითარების მიზნებთან. 

პროექტმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მოსწავლეთა მოტივაცია გაზარდა, ხელი შეუწყო სასკოლო კულტურის განვითარებას.

გამოსვლის დასასრულს ქალბატონმა ქეთევანმა მადლიერება გამოთქვა ფორუმის ორგანიზატორების მიმართ და მიმართა მათ: „თქვენ გვაძლევთ ძალას, უდიდეს  მოტივაციას ყველა მასწავლებელს ვითანამშრომლოთ მოსწავლეებთან, ერთმანეთთან, გავეცნოთ საუკეთესო პრაქტიკებს, იდეებს და გამოვიყენოთ მუშაობაში! ვისურვებდი მსოფლიოში მშვიდობას და ჯანმრთელობას, რათა ყველა ბავშვს ჰქონდეს სწავლის და მასწავლებელს სწავლების სათანადო საშუალება!“,- აღნიშნა „ანაბასისის“ დირექტორმა. 

მენტორმა მასწავლებელმა დაუვიწყარი ემოციები და შთაბეჭდილებები გაუზიარა თავის მოსწავლეებს და გადასცა მათ ფორუმის მიერ კლუბის განვითარებისთვის განკუთვნილი საჩუქარი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა დაგეგმეს მკვლევართა კლუბში STEM მიმართულებით განახორციელონ პროექტები, რომლისთვისაც გამოყენებული იქნება ფორუმზე საჩუქრად გადაცემული ხელსაწყოების ნაკრები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეს ძირითად მასწავლებელს სასწავლო პროცესის წარმართვისთვის

მასწავლებელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - 50 წლამდე ქალი გეოგრაფიას ასწავლიდა

სკოლებში სუფთა წერის პრაქტიკას აბრუნებენ, მასწავლებლებს კი მობილურის გამოყენება ეკრძალებათ - ახალი სასწავლო წლის ცვლილებები შვედეთში

შილდის N1 საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა და ჭერის ნაწილს მოედო - დაკვამლიანება ძიძამ შენიშნა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა საკუთარი ლექსები

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება