სიახლეები
სიახლეები

დამამთავრებელ კლასში ორი სახის ატესტატი იქნება - რეფორმის დეტალები
07-12-2025
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ რეფორმის ფარგლებში, იქნება 11 კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატიც და 12 კლასის დამთავრების ატესტატიც, თუმცა ორივეს ექნება საქართველოს რეალობაში სამართლებრივი კუთხით ერთი და იგივე იურიდიული ძალა - 12-წლიანი ატესტატი მოსწავლეს აძლევს იმ საფუძველს, რომ ამ ატესტატით წავიდეს უცხოეთში.

მისივე თქმით, სწავლება კერძო სკოლებშიც 11-წლიანი იქნება, თუმცა საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, 12-წლიანი სწავლების შესაძლებლობა ყველა კერძო სკოლაში შენარჩუნდება.

„11-წლიანი სწავლება მისცემს თითოეულ ჩვენს მოზარდს, მოსწავლეს სრულფასოვან ზოგად განათლებას, ამიტომ არ გვინდა, რომ ზედმეტი პერიოდი დავაყოვნოთ ისინი სკოლაში. შესაბამისად, იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ მეთორმეტე წელიც ისწავლონ, ამ შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ შემდეგ სისტემას: ყოველი წლის მარტში გამოვაცხადებთ ღია სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლე დარეგისტრირდება. მე-11 კლასელი დარეგისტრირდება მე-12 კლასისთვის, ის დააფიქსირებს თავის საცხოვრებელ მისამართს, რომელ სკოლაში სწავლობს, რომელს ამთავრებს, ის აიღებს მე-11 კლასის ატესტატს, თუმცა იმ რეგისტრაციის გავლის საფუძველზე ჩაირიცხება მე-12 კლასში და კიდევ ერთ ატესტატს აიღებს. იქნება 11-კლას დამთავრებული ატესტატი და 12 - კლას დამთავრებული ატესტატი, თუმცა იმას ექნება საქართველოს რეალობაში სამართლებრივი კუთხით ერთი და იგივე იურიდიული ძალა. ის ახალგაზრდები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 12 -წლიან სწავლებაზე გადავიდნენ და ძირითადად, ამის არგუმენტად მოჰყავდათ ის, რომ უცხოეთში გააგრძელონ საბაკალავრო დონეზე სწავლა, სავარაუდოდ, მათთვის იქნება ეს კომპონენტი საინტერესო. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ აქ საუბარი გვაქვს საჯარო სკოლებზე და საჯარო სკოლების რეგისტრაციაზე. კერძო სკოლებსაც იგივე სისტემა შეეხება, უბრალოდ ჩვენ საჯარო სკოლების შემთხვევაში ვამბობთ, რომ რეგისტრაციას ვაცხადებთ. სად, ვინ დარეგისტრირდება შემდგომში გეოგრაფიული და რაოდენობრივი კომპონენტიდან გამომდინარე, სადაც საჭირო იქნება ნებისმიერ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აუცილებლად გავხსნით რომელიმე კონკრეტულ სკოლაში მე-12 კლასს.

ეს იქნება დამოკიდებული, რამდენი ადამიანი დარეგისტრირდება და სად იქნება მათი საცხოვრებელი ადგილი. ხოლო კერძოს შემთხვევაში მათაც 11-წლიანი ექნებათ, მაგრამ ყველა კერძო სკოლას შეუნარჩუნდება მე-12 კლასი. თუ, მაგალითად, ყველა მოსწავლე დარეგისტრირდა და ყველამ გამოთქვა სურვილი, ყველა იმ სკოლაში, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს 12 - წლიან სწავლებაზე, საჯარო სკოლებზე მაქვს საუბარი, ყველგან გავაგრძელებთ მე-12 კლასს, ეს იქნება ცოცხალი პროცესი.

11 წლის შემდეგ ადამიანი იღებს სრულფასოვან ატესტატს, რომლითაც მას შეუძლია, რომ ჩააბაროს ეროვნული გამოცდები და გააგრძელოს სწავლა საბაკალავრო დონეზე. თუმცა მათ ვისაც სურს, რომ მე-12 წელსაც ისწავლოს, ნებისმიერ ადამიანს ვაძლევთ ამის საშუალებას და, რა თქმა უნდა, ეს 12-წლიანი ატესტატი, თუ მას ექნება სურვილი უცხოეთში გააგრძელოს სწავლა, აძლევს იმ საფუძველს, რომ ამ 12-წლიანი ატესტატით წავიდეს უცხოეთში.

 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ანაზღაურება 2774 ლარია - კონკურსის ვადები და პირობები ცნობილია

ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი  საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ 

არაფორმალური განათლება ეფუძნება გამოცდილებასა და თვითგანვითარებას

დამტკიცდა საგნის საათების რაოდენობა, შემაჯამებლების ნიმუშები და მოსწავლეთა შეფასების ინდიკატორები

სკოლის რომელი თანამშრომლებისთვის დაირიცხება საპენსიოს  2 პროცენტი - მთავრობის დადგენილება 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„ვულოცავთ, ანას ამ წარმატებას, ასევე მის მწვრთნელებსა და მშობლებს. ეს გამარჯვება ნამდვილად საამაყოა ჩვენი სკოლისა და მთელი თემისთვის!“

ღონისძიების მთავარი სათქმელი იყო ისეთი მარადიული ღირებულებების წარმოჩენა, როგორებიცაა სიკეთე, ერთგულება და მეგობრობა

მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ

საინტერესო

ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი  საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ 

სიახლეები
საზოგადოება