სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კერძო სკოლები ვალდებულნი იქნებიან, სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმძღვანელოთი ასწავლონ
06-12-2025
-
+


ეს სახელმძღვანელო იქნება სავალდებულო როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლისთვის - განაცხადა განათლების მინისტრმა სატელევიზო ეთერში საუბრისას. 

„20 წელია, სახელმძღვანელოების შემუშავება არის თავისუფალი ბაზრის რეჟიმში გადასული, სადაც ავტორთა ჯგუფებს აქვთ მიცემული უფლება, რომ ერთსა და იმავე დისციპლინაში რამდენიმე სახელმძღვანელო შეიმუშაონ. შემდგომში ეს გადის გრიფირების პროცესს და იმ შემთხვევაში, თუკი ამ პროცესს გაივლის წარმატებით, იღებს უფლებას, რომ დაინერგოს სასკოლო ცხოვრებაში, მაგრამ რას ვხედავთ: ერთი და იგივე საგანი, მაგალითად, ქართული ენა და ლიტერატურა, ერთ საჯარო სკოლაში ისწავლება ერთი სახელმძღვანელოთი და მეორეგან - მეორეთი.

ეს, პირველ რიგში, იწვევს განათლების ხარისხის დაზიანებას, რადგან არის სხვადასხვა მეთოდოლოგია, ამასთან, გაზომვადობა ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან სხვადასხვა ფორმითაა ეს ყველაფერი მოტანილი. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა სტანდარტული და ერთიანია დამტკიცებული, იქ დავალებითი ნაწილი, მეთოდოლოგიური ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიდის იქამდე, რომ რიგ შემთხვევებში ცოდნის მიცემა არ არის სიღრმისეული, რიგ შემთხვევებში, არის ფრაგმენტული, რიგ შემთხვევებში - არის ცდომილება იმ შემდგომი ეტაპის პროგრამებთან, იქნება ეს პროფესიული ორიენტაცია თუ უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც კარიერული წინსვლისთვის და შემდგომი ცოდნისთვის მნიშვნელოვანია. 

ჩვენ რომ დავინახეთ, რომ ამან შედეგი ვერ მოგვცა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენს თავზე და შევიმუშაოთ სახელმძღვანელო, რომელიც სტანდარტულად ერთი და იგივე იქნება ერთსა და იმავე საფეხურზე ნებისმიერ სკოლაში, მათ შორის, კერძო სკოლებში. ანუ ეს სახელმძღვანელო იქნება სავალდებულო როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, თავისი მიმართულებებიდან გამომდინარე, კერძო სკოლებს აქვთ თავისი დამატებითი რესურსების დანერგვის შესაძლებლობა - აქ ისინი თავისუფალნი არიან," - აცხადებს გივი მიქანაძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება