| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დიდ ბრიტანეთში მოსწავლეები ხელოვნურ ინტელექტს სხვა ბავშვების უხამსი ფოტოების შესაქმნელად იყენებენ. სხვადასხვა ჯგუფები კი სკოლებს ქმედებისკენ მოუწოდებენ, რათა მოსწავლეებს დაეხმარონ და შესაძლო რისკები, მათ შორის, სექსუალურად ძალადობის რისკი გააცნობიერებინონ.
საკითხს სტატია გამოცემა Guardian-მა მიუძღვნა. ტექნოლოგიების ექსპერტთა ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ ინფორმაცია რამდენიმე სკოლამაც მიაწოდა. ემა ჰარდიმ, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხო ინტერნეტ ცენტრის (UKSIC) დირექტორია თქვა, რომ სურათები „საშინლად“ რეალისტური იყო.
„გამოსახულებების ხარისხი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, პროფესიონალური ფოტოების მსგავსია. ბავშვების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გენერირებული გამოსახულების რეალისტური ბუნება მოსწავლეებს შესაძლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლად აქცევს. მოსწავლეები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან შეიძლება მათი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდეს და სრულიად უცნობმა ადამიანებმა ნახონ. ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენების საფრთხე დიდია,- აღნიშნა ემა ჰარდიმ.
ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ სკოლებმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ და შეიმუშავონ სისტემა, რაც მოსწავლეებს მსგავსი მასალის გავრცელებისგან დაიცავს.
„ბავშვებმა შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ისე გამოიყენონ, რომ მოსალოდნელ ზიანზე საერთოდ არ დაფიქრდნენ. ამიტომაც, შესაბამისი ნაბიჯები ახლავე უნდა გადაიდგას, სანამ სკოლებში პრობლემა უფრო აქტიუალური გახდება“, თქვა ბავშვთა დავის ორგანიზაციის დირექტორმა, დევიდ რაიტმა.
აღსანიშნავია, რომ გამოსახულებები იმდენად რეალუსტურია, ნამდვილ ფოტოსგან გარჩევა რთულია. სწორედ ეს ქმნის საფრთხეს და მოსწავლეებს რისკის ქვეშ აყენებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას