სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და როლური პრეზენტაცია
30-11-2023
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო, შემოქმედებით და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მეხუთე კლასში, კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე, წიგნის - „გამარჯობა რუბი“ -„თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“, როლური პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციამ, რომელიც სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელის - მარიამ ზაქარიაშვილის ორგანიზებული იყო, წიგნის გმირები გააცოცხლა. პედაგოგმა მოსწავლეებს კომპიუტერულ სამყაროში საინტერესო თავგადასავალი შესთავაზა და ალგორითმის მოდელების მიხედვით, რუბის და მის მეგობრებს იაგუნდების მოძებნა დაავალა.

რუბიმ და მისმა მეგობრებმა, რომლეთა როლსაც მოსწავლეები ასრულებდნენ, მინიშნებების მიხედვით, რუკის დახმარებით იმოგზაურეს. ისინი პინგვინებს - მდინარის ნაპირთან, თოვლის ლეოპარდებს - დათოვლილ მთასთან, მელიებს - ბაღში ესტუმრნენ, ეწვივნენ რობოტების სამზარეულოს. მოგზაურობის დასასრულს კი, უღრან ტყეში ჯანგოს შემოხვდნენ. ყოველი სტუმრობისას მათ კითხვებზე სწორი პასუხის გაცემა ევალებოდათ, რათა იაგუნდის მოპოვების ალგორითმი დაემსახურებინათ. 

მოსწავლეებმა, რომლებიც რუბისა და მისი მეგობრების როლში იყვნენ, დაგეგმილი ალგორითმის მიხედვით, „კომპიუტერულ სამყაროში მოგზაურობა“ წარმატებით გაიარეს. ყველა იაგუნდი იპოვეს და სახლში გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

პრეზენტაციას სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები: სკოლის დირექტორი - ლია ლეშკაშელი, სკოლის დირექტორის მოადგილე, სასწავლო დარგში, ნათია თათულიშვილი და მასწავლებლები ესწრებოდნენ. „რუბის“ როლური პრეზენტაცია მოსწავლეებისათვის და დამსწრე სტუმრებისათვის საინტერესო აღმოჩნდა. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ღონისძიება.

„რუბის სახელმძღვანელოს ავტორი, ლინდა ლიუკასი ფინელი მწერალია, რომელმაც ბავშვებს კომპიუტერის, პროგრამირებისა და
ტექნოლოგიის შესასწავლად მსოფლიოში ყველაზე უცნაური გზა შესთავაზა. „ლინდა ლიუკასს უნდა, რომ ბავშვებმა გაიგონ და გაითავისონ კომპიუტერული ლოგიკის საფუძველი, რათა მოგვიანებით ისევე მარტივი შემოქმედებითი გზით შექმნან პროგრამული კოდი, როგორც აგებენ კონსტრუქციებს ლეგოს ნაწილებისაგან“ - „უოლ სტრიტ ჯორნალი“. წიგნი დღეისათვის მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. მათ შორის ქართულ ენაზეც. 25 ქვეყანაში აღიარებული, ლინდა ლიუკასის წარმატებული ფინური საბავშვო წიგნების სერია, სკოლას კომუნიკაციების კომისიამ, მარიამ ზაქარიაშვილთან თანამშრომლობის საფუძველზე, საჩუქრად გადმოსცა.
რუბმა და მისმა მეგობრებმა დაგეგმილი ალგორითმის მიხედვით „კომპიუტერულ სამყაროში მოგზაურობა“ წარმატებით გაიარეს. ყველა იაგუნდი იპოვეს და სახლში გამარჯვებულები დაბრუნდნენ. „რუბი“ ხომ ჭკვიანი გოგონაა უშრეტი ფანტაზიით. სახლში მათ მასწავლებელი „ფინეთიდან გამოგზავნილი ორცხობილებით“ გაუმასპინძლდა. 
სტუმრებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ღონისძიება. აღნიშნეს, რომ ალგორითმები, პროგრამირება 21-ე საუკუნის წიგნიერებაა და ადამიანისთვის სულ უფრო აუცილებელი ხდება ფლობდეს მის ანაბანას. სასწავლო პროცესში ლინდა ლიუკასის სახელმძღვანელოს გამოყენება უდაოდ დიდ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს კომპიუტერული სამყაროს ლოგიკის, პროგრამირების ძირითადი ცნებების შესწავლისას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა საყურადღებოდ - საბაზო განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური და ქართული ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო - რა ასაკის ბავშვებს მიიღებენ ბაღები

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 

„ჯეო სქაი“ იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება