სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული გამოცდების ჩატარებისა და გრანტის განაწილების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება
29-11-2023
-
+


„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება მიეცა, გამოითხოვოს განატლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ, სადაც სწავლობდა აბიტურიენტი.

თავის მხრივ კი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას განესაზღვრსა ვალდებულება - ცენტრს ეს ინფორმაცია 5 დღის ვადაში მიაწოდოს.

„საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სასწავლო პროცესის შეფასებისა და სამინისტროსათვის რეკომენდაციების მიწოდებისათვის, აგრეთვე აბიტურიენტების შედეგებს შორის სხვაობების შესამოწმებლად ქალაქის, სოფლის, დაბის, მუნიციპალიტეტის დონეზე, ცენტრი უფლებამოსილია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ, სადაც მიიღეს სრული ზოგადი განათლება აბიტურიენტებმა.

ასევე ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, დაცული ელექტრონული დოკუმენტის სახით სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიაწოდოს შესაბამის წელს რეგისტრირებული აბიტურიენტების შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი და, არსებობის შემთხვევაში, პირადი ნომერი), ხოლო სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იმავე ფორმით მიაწოდოს ცენტრს ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ (დასახელება და მისამართი), სადაც მიიღეს სრული ზოგადი განათლება აბიტურიენტებმა.

ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებისთანავე ცენტრი უზრუნველყოფს მის შენახვასა და შემდგომ გამოყენებას პირთა იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს აწერს განათლების მინისტრი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნულებზე ახალი სავალდებულო საგნის გამოცდა ემატება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება