სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მინი მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა 
21-11-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ისტორიაში, 16 ნოემბერს კიდევ ერთი ლამაზი, ფერადი და საინტერესო დღე ჩაიწერა.

სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო მინი მუზეუმმა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მუზეუმის გახსნას დაესწრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი, წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, ქალაქის საპატიო მოქალაქის ტიტულის მფლობელი ია კუხალაშვილი, სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.

სკოლის ლამაზ ინტერიერში გახსნილ კოპწია და მრავალფეროვან გალერეაში წარმოდგენილი იყო სასკოლო საზოგადოების სამივე რგოლის - მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების შემოქმედებითი ნამუშევრები, ნახატები, სხვადასხვა ნაკეთობები, ნაქარგები, ხის, თიხის, პლასტმასის, მძივების და სხვა მასალისგან დამზადებული ნაკეთობები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, მაია ქობულიამ.

მუზეუმის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საპატიო სტუმრებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა.

მათ აღნიშნეს, რომ მუზეუმში შექმნილი შემოქმედებითი სივრცე კიდევ უფრო დააახლოებს სასკოლო საზოგადოების სამივე რგოლს და იქნება მძლავრი კერა არაფორმალური განათლების განვითარებისთვის.

დირექტორმა მაია ქობულიამ სტუმრებს გააცნო გამოფენილი ექსპონატები და მათი შემქმნელი  ხელოვანი მოსწავლეები და ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძე.

სკოლის დირექტორმა სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა ყოველწლიური კონკურსის - „სხვა სამყარო ჩემი“ გამარჯვებულები: მე-4 კლასის მოსწავლე ელენე ლურსმანაშვილი, მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი დემჩენკო, მადლობა გამოუცხადა და სიგელები გადასცა ხელოვან დაიკოებს - ლიზი და ანანო ქომეთიანებს.

სკოლის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა ხელოვნების მასწავლებელ ინგა გრძელიძეს.

ღონისძიების დასასრულს სასკოლო საზოგადოების წევრებს სიტყვით მიმართეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილმა, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა ჩხეტიანმა, წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა, ია კუხალაშვილმა.

მათ წარმატებები და წინსვლა უსურვეს სასკოლო საზოგადოების წევრებს.

„ჩვენი სკოლა ყოველთვის გრძნობს დიდ მზრუნველობას ქალაქის ხელმძღვანელობიდან, რომლებიც მუდმივად ეხმარებიან სკოლას განვითარებაში. მადლობა მათ!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება