| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

15 სექტემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს.
განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კი პირველკლასელები იყვნენ, მათ ხომ ცოდნის კარი პირველად შემოაღეს. ცოდნის ტაძარში პატარებს მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებელი შეუძღვნა და ბავშვებს საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული საკლასო ოთახი დაახვედრა. პატარები ლამაზი და თბილი დახვედრით აღფრთოვანებული დარჩნენ.
სკოლის დირექტორმა, ლალი გულედანმა სასკოლო საზოგადოებას სიყვარულით მიმართა და ცოდნის, აღმოჩენების, ახალი გამოცდილებისა და წარმატებების კიდევ ერთი წელი უსურვა.
„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო და მშობლებო!
დღეს ვიწყებთ ახალ 2026-2027 სასწავლო წელს!
ახალი სასწავლო წელი ახალი დასაწყისია - ახალი მიზნების, ოცნებების, მეგობრობის, ცოდნისა და უამრავი საინტერესო აღმოჩენის დრო!
ჩვენს მოსწავლეებს ვუსურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს,
ჩვენს მასწავლებლებს - შემოქმედებით ენერგიას, მოთმინებას და პროფესიულ წარმატებას,
მშობლებს კი - შვილების ყოველი ნაბიჯით გამოწვეულ წარმატებას, სიხარულს და სიამაყეს!
ერთად შვქმნათ კიდევ ერთი წელი, რომელიც ცოდნით, მეგობრობითა და ლამაზი მოგონებებით იქნება სავსე.
გილოცავთ ახალ სასწავლო წლის დაწყებას!
წარმატებები ჩვენს დიდ სასკოლო ოჯახს
დღეს ჩვენი პატარა პირველკლასელები პირველად შემოვიდნენ ჩვენს საკლასო ოთახში - ცოტათი მორცხვად, ცოტათი აღელვებულები, მაგრამ დიდი ცნობისმოყვარეობით და უამრავი ოცნებებით
ეს დღე ახალი თავგადასავლის დასაწყისია
გილოცავთ სწავლის დაწყებას“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ
საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა