| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში, პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამიტომ, ისინი ბავშვებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ და მათ შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევენ.
ამჯერად, III ბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ სევდა შახვერდიევას ხელმძღვანელობით, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თავიანთი პატარა მეგობრებისთვის ენციკლოპედია „წყლის ცხოველები“ დაამზადეს.
ბავშვებმა ენციკლოპედია, დიდი მონდომებით, ინტერესით, ხალისითა და ენთუზიაზმით შექმნეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან პედაგოგი მას საბავშვო ბაღის ბავშვებს გადასცემს.
აქტივობამ მოსწავლეები გაახალისა და მოტივაცია აუმაღლა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“