| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა - თამთა გაჩეჩილაძემ მე-6 ა, მე-6ბ და მე-6გ კლასებში მედიაწიგნიერების დღე აღნიშნა.
მედიაწიგნიერებისადმი მიძღვნილი დღის ფარგლებში, მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად, იმსჯელა მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და ყალბი ინფორმაციის მავნე ზეგავლენის შესახებ.
მათ განიხილეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მედიწიგნიერებაში კრიტიკული აზროვნება, რას ნიშნავს ფოტომანიპულაცია.
„ამასთან ერთად, მან „ComCom-ის“ მიწოდებული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით, მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელა. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვენ „millab-ის“ თამაშებში - „დაამარცხე დოქტორ ფეიკი“ და „გაზომე სიმართლე საკუთარი ცხვირით“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღნიშნული კლასების დამრიგებლები: ლ.რობაქიძე, დ.ნემსაძე და შ.კოხრეიძე არიან.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“