სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ელექტროენერგეტიკის რეგულირების კურსის მონაწილეები „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ
14-11-2023
-
+


ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ელექტროენერგეტიკის რეგულირების კურსზე სწავლება აქტიურ ფაზაში გადავიდა. ცენტრის ინფორმაციით, მონაწილეებს გასვლითი აქტივობა ჰქონდათ შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ზე, სადაც სადგურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. 

„სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინიციატივით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ელექტროენერგეტიკის რეგულირების კურსის მონაწილეები შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ზე იმყოფებოდნენ. თბოსადგურის გენერალურმა დირექტორმა, მერაბ კიპაროიძემ მათ თბოსადგურის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული თბოსადგური ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა. ბუნებრივ აირზე მომუშავე შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ის საპროგნოზო გამომუშავება შეადგენს 1.2მლრდ კვტ/სთ-ს. კომბინირებული ციკლის, თანამედროვე ტიპის თბოსადგური უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროსისტემის საიმედოობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება მდინარეებში წყლის ნაკლებობის გამო“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა

მშობლიური ენის სიყვარულით მოპოვებული ოქრო-ვერცხლის დიპლომები - „ეტალონელების“ მორიგი ტრიუმფი​ საგნობრივ ოლიმპიადაზე

მასწავლებლებისთვის ვადა 3 დეკემბერს იწურება - ვინ უნდა წარადგინოს განაცხადი NAEC-ში

ავტორიზაციის საბჭო უნივერისტეტების საკითხს განიხილავს - შეხვედრის დრო და სხვა დეტალები

ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, ​რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და შემდეგ ეტაპზეც წარმატებას უსურვებენ

მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სკოლის 180 წლის იუბილე მიულოცა და სკოლის ისტორიულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე ისაუბრა

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება