| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
საანბანო პერიოდის დაწყება პირველკლასელებისთვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა.
პატარა მოსწავლეებმა ლამაზი აქტივობებით, მხიარულებით, ლექსებითა და სიმღერებით აღნიშნეს ანბანის შემობრძანება. თითოეული ასო ხომ ახალი აღმოჩენა, ახალი სიტყვა და კიდევ ერთი ნაბიჯია დიდი ცოდნისკენ.
სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ და პატარებს ანბანის სწავლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავენ,
„დიდი სიხარულითა და სიყვარულით შევეგებეთ ქართულ ანბანს - ცოდნის, განათლებისა და უსასრულო შესაძლებლობების სამყაროს კარს.
ვულოცავთ ჩვენს პატარა მეგობრებს ამ მნიშვნელოვან დღეს! დაე, ანბანის ჯადოსნურმა სამყარომ უამრავი საინტერესო თავგადასავალი, ლამაზი სიტყვა და წარმატება აჩუქოთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
მშობლიური ენის სიყვარულით მოპოვებული ოქრო-ვერცხლის დიპლომები - „ეტალონელების“ მორიგი ტრიუმფი საგნობრივ ოლიმპიადაზე
ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება