სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა
27-11-2026
-
+


2026-2027 სააღმზრდელო წლის დასაწყისისთვის საქართველოს საჯარო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სულ 120 422 აღსაზრდელი ირიცხება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების რაოდენობა იზრდება, ბაღებში ჩართულ ბავშვთა რიცხვი სტაბილურად იკლებს. ბოლო სამ წელში აღსაზრდელთა რაოდენობა 14.8%-ით (20 902 ბავშვით) შემცირდა. კლების ტემპი განსაკუთრებით დაჩქარდა ბოლო ერთ წელიწადში - შარშანდელთან შედარებით ბაღებში 9 915 ბავშვით (-7.6%) ნაკლები მივიდა.

კლება ყველა რეგიონში დაფიქსირდა, თუმცა პროცენტული თვალსაზრისით ყველაზე მძიმე სურათი აჭარაში, გურიასა და კახეთშია:

აჭარის ა/რ  - 17.0% / -2 451 ბავშვი და აქ განსაკუთრებით თვალშისაცემია ბათუმის მონაცემი, სადაც აღსაზრდელთა რიცხვი ერთ წელიწადში 9 575-დან 7 560-მდე შემცირდა; გურია -14.6% / - 451 ბავშვი, კახეთი -12.1% / -1 239 ბავშვი.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი ბავშვი დედაქალაქის ბაღებს მოაკლდა (48 912-დან 46 239-მდე).

სამწლიან ჭრილში რეგიონული სურათი კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს დემოგრაფიულ და მიგრაციულ ტენდენციებს. 2023/2024 სასწავლო წელთან შედარებით აღსაზრდელთა კონტინგენტის მეხუთედზე მეტი დაკარგა ოთხმა რეგიონმა: 

სამეგრელო-ზემო სვანეთი (-23.6%): ბოლო 3 წელიწადში აღსაზრდელთა რაოდენობა 10 282-დან 7 853-მდე (-2 429 ბავშვი) შემცირდა. განსაკუთრებით მკვეთრი კლებაა ზუგდიდის (3 976-დან 2 680-მდე) და აბაშის (530-დან 320-მდე) მუნიციპალიტეტებში.

გურია (-22.9%): კონტინგენტი 3 417-დან 2 634-მდე (-783 ბავშვი) შემცირდა.

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (-21.8%): ისედაც მცირერიცხოვან რეგიონში ბავშვების რიცხვი 800-დან 626-მდე (-174 ბავშვი) დაეცა.

სამცხე-ჯავახეთი (-21.0%): რაოდენობა 5 437-დან 4 297-მდე (-1 140 ბავშვი) შემცირდა. 

მსხვილ რეგიონებს შორის სამწლიან პერიოდში მნიშვნელოვანი კლებაა იმერეთში (-18.0% / -3 183 ბავშვი) და კახეთში (-15.6% / -1 655 ბავშვი). შედარებით დაბალი კლების ტემპით გამოირჩევა ქვემო ქართლი (-9.0%), სადაც 2024/2025 წელს დროებითი მატებაც კი დაფიქსირდა, თუმცა შემდეგ კვლავ კლება გაგრძელდა.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა

მშობლიური ენის სიყვარულით მოპოვებული ოქრო-ვერცხლის დიპლომები - „ეტალონელების“ მორიგი ტრიუმფი​ საგნობრივ ოლიმპიადაზე

მასწავლებლებისთვის ვადა 3 დეკემბერს იწურება - ვინ უნდა წარადგინოს განაცხადი NAEC-ში

ავტორიზაციის საბჭო უნივერისტეტების საკითხს განიხილავს - შეხვედრის დრო და სხვა დეტალები

ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, ​რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და შემდეგ ეტაპზეც წარმატებას უსურვებენ

მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სკოლის 180 წლის იუბილე მიულოცა და სკოლის ისტორიულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე ისაუბრა

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება