სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ქვეყნის უნიკალური საგანძური დაათვალიერეს
08-11-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესით, მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა. 

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან -მარინე ტოხიშვილთან და ირინე კვანჭიანთან, ასევე, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან - გუგა ბენდელიანთან და გური ბაბილოძესთან ერთად (კომპლექსური გაკვეთილის დაგეგმვის შემდეგ) თბილისის სახელმწიფო მუზეუმს ეწვივნენ.

როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ირინე კვანჭიანი გვიამბობს, მოსწავლეებს ისტორიულ ექსპონატებსა და მათ უდიდეს მნიშვნელობაზე ესაუბრა ისტორიის პედაგოგი გური ბაბილოძე. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ქვეყნის უნიკალური საგანძური და ვერ დამალეს აღფრთოვანება

ბავშვებმა მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, მოილოცეს სიონის ტაძარი, გაისეირნეს ძველი თბილისის ქუჩებში, შემდეგ კი კატეხიზმოს პედაგოგმა - გუგა ბენდელიანმა მათ ექსკურსიამძღოლობა გაუწია და უამბო ამ დიდებული უბნის ტკივილიან თუ სიამაყის მომგვრელ ფაქტებზე.

ასევე, ბავშვებმა, რომლებმაც სულ ახლახან ისწავლეს ჰაგიოგრაფიის უძველესი და ბრწყინვალე ტექსტები - „წმინდა შუშანიკის წამება“ და „აბო თბილელის წამება“, მოილოცეს წმინდა აბოს ტაძარი, რაც, როგორც ცნობილია, სწორედ წმინდა აბოს ცხედრის დაწვის მიმდებარე ტერიტორიაზეა აგებული, შემდეგ კი ეწვივნენ მეტეხის უძველეს ეკლესიას და მიეახლნენ წმინდა შუშანიკის საფლავს.

ახლახან, ნასწავლი ჰაგიოგრაფიული ძეგლები და მათი როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთხელ გადააფასეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა და ნანახით აღფრთოვანება ვერ დამალეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება