| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებასა და აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში სპორტის მასწავლებელ ჯემალი ჯოხაძის ხელმძღვანელობით, სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
თამაში როგორც სკოლაში გვიყვებიან, შიდასასკოლო ჩემპიონატის სტატუსს ატარებდა, სადაც ერთმანეთს მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ორი გუნდი „მერცხალი“ და „შევარდენი“ შეეჯიბრა.
შეჯიბრებამ, როგორც სკოლაში ამბობენ, ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა და გუნდ „შევარდენის“ გამარჯვებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა - ზურაბ ნეფარიძემ საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა გამარჯვებული გუნდის წევრები და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება