| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში, აქტიურად ზრუნავს მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებაზე და მათთვის საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნაზე.
ამჯერად, მოსწავლეები პროექტში - School Media, აქტიურად ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, School Media სატელევიზიო პროექტია, რომლის მიზანია ყოველთვიურად გააშუქოს სკოლის სიახლეები, სასკოლო თემის მიერ განხორციელებული აქტივობები და საზოგადოებას, გააცნოს აქტუალური საგანმანათლებლო საკითხები თუ თემები.
აღსანიშნავია, რომ პროექტის დაწყება სიმბოლურად, მასწავლებლის ეროვნულ დღეს გადაწყდა და პირველი გადაცემაც, ამ მნიშვნელოვან დღეს მიეძღვნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, School Media-მ სოციალურ სივრცეში მაუწყებლობა 27 ოქტომბერს დაიწყო.
სატელევიზიო პროექტის რეჟისორები, სცენარის ავტორები, რედაქტორები და წამყვანები საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები არიან.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების იდეა ეკუთვნით ბიოლოგიის უფროს მასწავლებელ - ლუსინე დარბინიანსა და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგს - ნორაირ მისკარიანს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი სკოლის დირექტორის - სილვა ამირიანის, მხარდაჭერით, წარმატებით ხორციელდება.
იხილეთ ბმული:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“