| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
1-ელ დ კლასში მასწავლებელმა - შორენა ნოდიამ ეს დღე მოსწავლეებს დღესასწაულად უქცია. მან კლასში დაგეგმა და განახორციელა საინტერესო და სახალისო აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით, ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
ისინი ახალ ასო-ბგერებს დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ და მათ მოხაზვას მონდომებით ცდილობდნენ.
„მოსწავლეებმა გაიგეს თუ როგორ მოხდა „ი“ და „ა“ ასო-ბგერა ანბანში. ამბის გასაგებად უნდა გამოეცნოთ გამოცანა, რომელსაც თავი ადვილად გაართვეს. შემდეგ მათ ესტუმრათ საჰაერო ბუშტის ძვირფასი სტუმრები „ა“ და „ი“ ასო-ბგერები. ბავშვებმა მას უმღერის და ლექსები მიუძღვნეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
გაკვეთილზე პირველკლასელებმა ასევე „დედაენაზე“ საინტერესო ამონარიდები და გამონათქვამები წაიკითხეს. მათ ასევე დაურიგდათ მისალოცი ბარათები, რის შემდგომაც ანბანით „ია“ ააწყვეს. ბოლოს კი როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერთმანეთი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.
აქტივობებმა ისინი გაახალისა და სწავლის მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
აღსანიშნაია, რომ მსგავსი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ