| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშსა და შეჯიბრებაში მონდომებით მონაწილეობენ. მათ წახალისებასა და მოტივაცის ამაღლებაზე კი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამიტომ, სკოლის დირექტორმა გიორგი გობეჯიშვილმა ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლის“ გამარჯვებულ გუნდებს დიპლომები გადასცა. მან დიპლომებით სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული სამი გუნდი: „ელვა“ (III-V კლასები), „დაუმარცხებელი“ (VI-VIII კლასები), „ლოტუსი“ (IX-XII კლასები) დააჯილდოვა.
ასევე მიღწეული წარმატებისთვის დიპლომი „ტვინების ჭადრაკში“ გამარჯვებულ მე-7 კლასელ სესილი გამგებელსაც გადაეცა.
„ვულოცავთ გამარჯვებას ჩვენს აღსაზრდელებს და წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსის შემდეგ ეტაპებზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ საქალაქო ჩემპიონატში, რომელიც 26 ნოემბერს 45 ქალაქში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ თითო გუნდი ხუთი მონაწილისგან შედგება. მათ თამაშის განმავლობაში 15 შეკითხვას უნდა გასცენ პასუხი. მოსწავლეებს მოსაფიქრებლად 90 წამი ეძლევათ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სტუდენტის სტატუსის შეჩერების ახალი წესი
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება