| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა შემეცნებით და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში აქტიურად ერთვებიან.
გამონაკლისი, არც ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ყოფილა, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.
საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებული ფორმატით, სკოლამ „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ლოკალურად ჩაატარა.
შიდასასკოლო ჩემპიონატის ფარგლებში გამარჯვებული გუნდები აზროვნების სისხარტითა და ლოგიკური მსჯელობით გამოირჩეოდნენ.
I - ასაკობრივი გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდა:
II ასაკობრივი გუნდები:
III ასაკობრივი გუნდები:
აღსანიშნავია, რომ თამაშის შემოდგომის სეზონის პირველი ეტაპი 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს.
„შიდასასკოლო ჩემპიონატების“ სერიაში ჩართულია კერძო და საჯარო სკოლები.
გამარჯვებულ გუნდებს აჯილდოებს „ბრეინსის“ ადმინისტრაცია. ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება გადაეცემათ.
ჩემპიონატის მეორე ეტაპი ქალაქის/მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 26 ნოემბერს 45 ქალაქში გაიმართება.
„ტვინიკოსთა“ შერკინება გამოავლენს ქალაქის ჩემპიონებსა და პრიზიორ გუნდებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იასპარეზონ რეგიონულ ეტაპზე.
„წარმატებები ნიჭიერ პრეტენდენტებს“ - ასეთი შემართებით გულშემატკივრობენ პედაგოგები მოსწავლეებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ