სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მეორეკლასელთა მოგზაურობა წიგნიერების სამყაროში
07-11-2023
-
+


ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასიდანვე უნერგავენ და მხატვრული ლიტერატურის კითხვისკენ მოუწოდებენ. 

ახლახან, მართლმადიდებლური ცენტრის IIა და IIბ კლასის მოსწავლეები დამრიგებლის - ნათია გოხიძის და ლუიზა ვერულიძის ხელმძღვანელობით ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას.

ბიბლიოთეკარი თეონა მელაძე მოსწავლეებს ესაუბრა ბიბლიოთეკის ისტორიაზე, წიგნების კულტურულ და საგანმანათლებლო ღირებულებებზე. ასევე სტუმრად მიწვეული იყო ყოფილი ბიბლიოთეკარი ნ. სუთიძე. მასპინძლებისგან ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია და ჩაებნენ დისკუსიაში.

„ბიბლიოთეკაში სტუმრობამ ბავშვების ცნობიერება სრულად დააკმაყოფილა. გაიგეს იმაზე მეტი, ვიდრე იცოდნენ. ამ ლამაზი და ნაყოფიერი დღისთვის პატარებმა ბიბლიოთეკარ თეონა მელაძეს, დამრიგებელ ნათია გოხიძეს, ლუიზა ვერულიძეს და მოწვეულ სტუმარს ნონა სუთიძეს მადლობა გადაუხადეს“,- გვიყვებიან მართლმადიდებლური ცენტრში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

პედაგოგმა საერთაშორისო აუდიტორიას, თბილისის N141 საჯარო სკოლის, სასკოლო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროექტი წარუდგინა
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება