სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„პედაგოგის მთავარი ჯილდო კარგად აღზრდილი მოსწავლეა“ - მარტვილის N2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი მამუკა თვალაძე
30-10-2023
-
+


აზა ადამიას სახელობის მარტვილის N2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი მამუკა თვალაძე მოსწავლეებთან განსაკუთრებული, მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. მისთვის მნიშვნელოვანია, დირექტორი და ასევე მასწავლებელი პირველ რიგში, მოსწავლეების ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავდეს. „მინდა, მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ ისეთ პიროვნებებად, რომლებიც საზოგადოებისა და ქვეყნისთვის პატივსაცემები იქნებიან. ადამიანობა - ესაა მთავარი“ , - ამბობს ხელმძღვანელი, რომელიც მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს სწავლის მიმართ ბავშვების მოტივაციის ამაღლებას და ამიტომ, მათ საინტერესო, მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს.

სკოლის დირექტორად 2007 წლიდან დაინიშნა, მანამდე კი ისტორიის პედაგოგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორობის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, სკოლის მართვას შემართებით განაგრძობს, რადგან სკოლაში სხვა კანდიდატი არ წარდგენილა. ეს კი, როგორც აღნიშნავს, მისთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა. 

etaloni-ge-სთან მამუკა თვალაძე მასწავლებლის პროფესიაზე, განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებსა თუ ახალ გამოწვევებზე ვრცლად საუბრობს და პედაგოგის მთავარ ჯილდოსაც ასახელებს.

- როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი თქვენს სკოლაში, გყავთ ახალი მოსწავლეები?


- 21 პირველკლასელი გვყავს წელს, მათ ცოტა უჩვეულო გარემოში შევხდით, რადგან ჩვენს სკოლაში რემონტია და სხვა შენობაში ვართ შეხიზნულები, თუმცა ამის მიუხედავად, მათ, მაინც საზეიმო დახვედრა მოვუწყვეთ.

- სკოლის რემონტი რამდენად მოქმედებს ბავშვების სწავლის ხარისხზე? როგორია აკადემიური მოსწრება?

- მეტ-ნაკლებად კმაყოფილები ვართ... ბავშვები მონდომებულები და კმაყოფილი ვარ ასევე ჩვენი კურსდამთავრებულების შედეგებით - წელს, ეროვნულ გამოცდებზე იყო ბევრი გრანტი, რაც ძალიან სასიხარულოა.

- ამაში ალბათ მასწავლებლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს...

- ჩვენი მასწავლებლები ბავშვებს მათ ინტერესებზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ბოლომდე იხარჯებიან, რათა ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ და ცოდნა აუმაღლონ.

- მიუხედავად ამისა, მაინც აქტიურად ფუნქციონირებს რეპეტიტორის ინსტიტუტი...

- დიახ, ეს გამოწვევა ნამდვილად არსებობს. ვფიქრობ, სკოლამ უნდა დაიბრუნოს ის განსაკუთრებული ფუნქცია, რასაც საგანმანათლებლო მზაობა ჰქვია. ამაში ვგულისხმობ რეპეტიტორების ინსტიტუტს... ვფიქრობ, სკოლაში უნდა შეძლოს ბავშვმა უნივერსიტეტისთვის მომზადება. ამ ეტაპზე, თითქოს, ზოგადად მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნას არ ეყრდნობიან და უნივერსიტეტში მოსახვედრად ცალკე რეპეტიტორებთან ემზადებიან. ამიტომ, სკოლებმა ეს ნდობა უნდა დაიბრუნონ მოსწავლეთათვის განათლების მაღალი ხარისხის მიცემით. საერთო ძალებით, მოსწავლეთა მონდომებითა და ჩვენი მხრიდან საინტერესო საგაკვეთილო პროცესის შეთავაზებით ეს სიტუაცია ვფიქრობ, ნელ-ნელა აღმოიფხვრება.

- მასწავლებლების სერტიფიცირება არის თუ არა ვითარების უკეთესობისკენ შეცვლის წინაპირობა? 

- ჩემი სკოლის ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია. გამოცდებს აბარებენ და ზოგადად მიმაჩნია, რომ საგამოცდო პროცესი პედაგოგთა მობილიზებას ხელს უწყობს, ამასთანავე ბევრი სიახლე, რომელსაც სამინისტრო ნერგავს, მათთვის ხელმისაწვდომი ხდება. მართალია პედაგოგები ძალიან არიან დატვირთულნი, უწევთ ბევრი ინფორმაციის მიღება, თუმცა ყველაფერი საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში ეხმარება, რაც მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზეც დადებითად აისახება.

აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის აუცილებლობა - გვაქვს ბევრი პროექტი, რომელსაც ბავშვებთან ერთად ვახორციელებთ, თანამშრომლობა გვქონდა „მშვიდობის კორპუსთან“ - მათი სამი წარმომადგენელი გვყავდა სხვადასხვა ვადით სკოლაში და ჩართულებიც ყველა აქტივობაში... ვმონაწილეობთ საერთაშორისო კონკურსებში, სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ბულგარეთში წავიყვანეთ, რომელმაც ორი გრან-პრი მოიპოვა; ასევე შემოქმედებით საღამოებს ვმართავთ, აღვნიშნავთ ყველა მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს. მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა 9 აპრილის გმირის, აზა ადამიას სახელს ატარებს, ამიტომ ამ თარიღს განსაკუთრებით აღვნიშნავთ. 

- რას შეცვლიდით განათლების სისტემაში?

- ვფიქრობ, უნდა შეიცვალოს საგამოცდო პროცესი - ეროვნულებს ვგულისხმობ.

- რა მიმართულებით უნდა შეიცვალოს ეროვნული გამოცდები?

- ბარიერი აწევას ვგულისხმობ - მოსწავლეებმა მეტი უნდა იმუშაონ, რათა უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძონ სწავლა.

- რატომღაც გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა ეროვნული გამოცდები გაუქმდეს...

- ეს საკამათო საკითხია. ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის არა. აქ მთავარია, საზოგადოებაში ცნობიერება ამაღლდეს და მენტალიტეტი შეიცვალოს. თავის მხრივ, შესაძლოა ბავშვი გამოცდების ჩაბარების გარეშე მოხვდეს უნივერსიტეტში, თუმცა მოსწავლეთა ის ნაწილი უნდა წავიდეს უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც მოტივირებული იქნება, ასევე პროფესიის არჩევისას მის პოპულარობას კი არ მიაქცევს ყურადღებას, არამედ რა იქნება მისთვის უკეთესი და გაითვალისწინებს, ვინ უფრო მეტად სჭირდება თავის ქვეყანას ამ ეტაპზე. თუმცა, არაა აუცილებელი ყველა უმაღლეს სასწავლებელში აბარებდეს...

- და რა კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა აარჩიოს უნივერსიტეტმა მომავალი სტუდენტი?

- გამოცდების გარეშე თუ იქნება ეს შესაძლებელი, მაშინ უნივერსიტეტმა უნდა აიღოს განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა; ვფიქრობ, სემესტრული გამოცდებით უნდა განისაზღვროს - დარჩება თუ არა ის სტუდენტად. რა თქმა უნდა, ობიექტურ გამოცდებზეა აქ საუბარი. ის, ვინც ვერ მოახერხებს იმ მინიმუმის დაძლევას, რაც პროგრამულადაა გაწერილი, დატოვოს უნივერსიტეტი. ვფიქრობ, თუ გამოცდები მოიხსნება, მაშინ ეს იქნება გამოსავალი.

- როგორც ამ საკითხში ჩახედული და კომპეტენტური პირი, კიდევ რას შეცვლიდით განათლების სისტემაში?

- პირველ რიგში, სახელმძღვანელოებს მოვარგებდი დღევანდელობას - ისინი უფრო სახალისო, მსუბუქი და გასაგები გახდებოდა მოსწავლეებისთვის. კარგად დავტვირთავდი ისეთი წყაროებითა და მასალებით, რომლებიც ზოგჯერ მკვლევართა საქმიანობის სფეროს მეტად წარმოაჩენს, რადგან ყველას არ აქვს წვდომა ინტერნეტთან...  უფრო გამარტივებულ სახელმძღვანელოებს მივანიჭებდი უპირატესობას. გარდა ამისა, სწავლის ხარისხის ინდიკატორზეც გავამახვილებდი ყურადღებას...

- CAT-ის გამოცდებს გულისხმობთ? არ ემხრობით მათ გაუქმებას?

- CAT-ის გამოცდების რამდენიმეწლიანი გამოცდილება მაქვს. მოსწავლეები ახერხებდნენ მობილიზებას, ეს იყო ცენტრალიზებული გამოცდა, აქედან გამომდინარე, ვიღაცის ხელშეწყობასა და დახმარებაზე საუბარი ზედმეტი იყო. ეროვნული გამოცდების წინა პერიოდის სარეპეტიციო, გენერალური გავლაც იყო ფაქტობრივად ეს. მოსწავლეები საგამოცდო პროცესს ეგუებოდნენ და ეროვნულებზეც უფრო მშვიდად გადიოდნენ. ბევრი დადებითი მხარე ჰქონდა ამ გამოცდებს. მასწავლებლებიც მეტად იგებდნენ, ეროვნულ გამოცდებამდე ბავშვებთან რომელ საკითხზე უნდა ემუშავათ და რისთვის უნდა დაეთმოთ მეტი დრო.

- ზოგადად რა როლს ასრულებს მასწავლებელი ბავშვის ცხოვრებაში?

- პედაგოგი ბავშვის განათლებასა და მისი მოტივაციის ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მხოლოდ საგნის ცოდნა და მისი კარგად გადმოცემა არაა საკმარისი. ჯერ, პირველ რიგში, მოქალაქის ფორმირებაში უნდა ითამაშოს დიდი როლი, რადგან პედაგოგი მოსწავლისთვის ეტალონს წარმოადგენს. ზოგჯერ, მას მშობელსაც კი ადარებს, ამიტომ მას იმის მოტივაცია უნდა მისცეს, რომ ჯერ კარგი ადამიანი გახდეს. ჯერ ყველა მოსწავლე კარგ პიროვნებად უნდა ჩამოვაყალიბოთ, შემდგომ საქმის პროფესიონალად. თუ ადამიანობა არ გააჩნია, მისი არც ერთ წარმატებული პროფესია იქნება ქვეყნისთვის შედეგის მომტანი.

- მინისტრმა მასწავლებლის ეროვნული დღე დააწესა, ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? თქვენი სკოლიდან თუ წარადგინეთ პედაგოგები?

 - ვფიქრობ, კარგი წამოწყებაა, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და მის დაფასებას ხელს უწყობს. ჩვენ, ჩავატარეთ პედაგოგიური საბჭოს შეხვედრა, მაგრამ ყველამ თავი შეიკავა წარდგენაზე. რა თქმა უნდა, გვყავს საუკეთესო მასწავლებლები, რომლებსაც ეკუთვნით ჯილდო, მაგრამ ვფიქრობ, პედაგოგისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მაინც საზოგადოების აზრია, როდესაც მასწავლებელი ქუჩაში გადაადგილდება, ან მაღაზიაში შედის განსაკუთრებული ყურადღება და მოწიწება დააქვს თან. ჯილდოა ასევე მისი აღზრდილი მოსწავლეები, რომლებიც ქვეყანას განსაკუთრებულად გამოადგებიან. ასე, რომ ბევრი რაღაცაა ამ მიმართულებით გასათვალისწინებელი.

- ახალი თაობისთვის ნაკლებადაა მასწავლებლის პროფესია საოცნებო საქმიანობა, სხვა ინტერესები აქვთ, როგორც ფიქრობთ, რისგანაა ეს გამოწვეული?

­- ანაზღაურება პედაგოგებისა, რომლებმაც სერტიფიცირება გაიარეს არ არის დაბალი, მაგრამ ეს პროფესიაა ძალიან შრომატევადია, ამიტომ, ყველას უნდა, უფრო მარტივი გზით, მეტი შემოსავალი მიიღოს, რაც რა თქმა უნდა, არასწორია.

- თქვენთვის რას ნიშნავს სკოლის ხელმძღვანელობა... როგორი უნდა იყოს დირექტორი?

- ჩემთვის სკოლის დირექტორობა ძალიან საპასუხისმგებლოა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ისტორიის პედაგოგად დავიწყე მუშაობა, 2007 წლიდან კი ვარ დირექტორი. რაც შეეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს სკოლის ხელმძღვანელი, პირველ რიგში, მოსწავლე უნდა უყვარდეს, ტოლერანტი უნდა იყოს და აუცილებლად შრომისმოყვარე. მე, მაგალითად, მოსწავლეებთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ზოგჯერ ჩემთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე პედაგოგებთან. არ ეშინიათ და როგორც მხოლოდ დირექტორი, რომელიც მარტო მითითებებს გასცემს, ასე არ მიყურებენ.

- თქვენი პირველი დირექტორი რომ გაიხსენოთ, მას როგორი ურთიერთობა ჰქონდა მოსწავლეებთან?

- ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ისეთ ეპოქაში მომიწია სწავლა, როცა დირექტორის გამოჩენა ბავშვებს შიშის ზარს სცემდა. ჩემი დირექტორიც მოსწავლეთა მიმართ ძალიან მეგობრული დამოკიდებულებით არ გამოირჩეოდა. შიშით ვუყურებდით მას. ვფიქრობ, ამ დამოკიდებულების შეცვლა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსწავლეთა თუნდაც სასწავლო მოტივაციაზეც. ახლა შეცვლილია ეს ურთიერთობები, რასაც მივესალმები. უფრო მეტის მიღწევა შეიძლება მეგობრული ურთიერთობებით, მათ ასე ნდობა უჩნდებათ ჩვენ მიმართ და ხვდებიან, რომ თუ რაიმე დასჭირდებათ შეუძლიათ თამამად გვესაუბრონ.

- დირექტორების არჩევნებთან დაკავშირებით როგორი სიტუაციაა თქვენს სკოლაში?

- მე დირექტორობის უფლებამოსილების ვადა ორჯერ ამომეწურა, თუმცა ჩემს სკოლაში სხვა კანდიდატი წარდგენილი არ ყოფილა, ამიტომ ისევ მე განვაგრძობ სკოლის ხელმძღვანელობას, რაც ორმაგად საპასუხისმგებლოა ჩემთვის.

-  დაბოლოს, რა არის ის მთავარი მიზანი, რომლის მიღწევასაც წლის ბოლოს აპირებთ?

- ჩემი მიზანი ყოველთვის იყო და არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფლად მოაზროვნე მოსწავლე გავუშვა სკოლიდან. მინდა, მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ ისეთ პიროვნებებად, რომლებიც საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის პატივსაცემები იქნებიან. ადამიანობა - ესაა მთავარი.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - რა უნდა ვიცოდეთ წითელი პარასკევის შესახებ
კვერცხის შეღებვის ტრადიცია და აკრძალვები, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ
რესურსცენტრის უფროსობის მსურველებისთვის გასაუბრებები 13 მაისიდან დაიწყება - დეტალები
პასკის ცხობა წითელ პარასკევს დაუშვებელია - როდის მზადდება სააღდგომო ტკბილეული
დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობის, ზიარებისა და მოწაფის მიერ მაცხოვრის გაცემის წინასწარმეტყველების დღე
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება