სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საკობიანოს საჯარო სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ ქეთევან გორელაშვილი აირჩია
17-10-2023
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა - ქეთევან გორელაშვილმა წარმატებით დაძლია საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი, მოიპოვა დირექტორობის უფლება​, 16 ოქტომბერს, კი სამეურვეო საბჭომ ის ხმათა უმრავლესობით დირექტორად აირჩია. 

სკოლის თანამშრომლები ქეთევან გორელაშვილს ულოცავენ არჩევნებში გამარჯვებას და სკოლის მართვაში წარმატებას უსურვებენ. 

ხელმძღვანელი სასკოლო საზოგადოებას ნდობისთვის მადლობას უხდის და ჰპირდება, რომ სკოლის საკეთილდღეო საქმეს ღირსეულად ემსახურება. 

„მადლობას ვუხდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, სამეურვეო საბჭოს წევრებს და მთლიანად სასკოლო საზოგადოებას ნდობისთვის. მინდა ვიყო წარმატებული სკოლის წარმატებული და მიზანდასახული ლიდერი“,- აღნიშნავს დირექტორი. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება