სიახლეები
სკოლები

არეშფერანის საჯარო სკოლის ეზოში „კოსტაობის“ სახალხო დღესასწაული გრანდიოზულად აღინიშნა
16-10-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში ოსი პოეტისა და ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებლის კოსტა ხეთაგუროვის 164-ე წლისთავთან დაკავშირებით დიდი დღესასწაული გაიმართა. სკოლის ეზოში ლექსების კრებულის „ოსური ლირას“ ავტორის ძეგლთან სოფლის მოსახლეობა და სტუმრები შეიკრიბნენ.

აღსანიშნავია, რომ ოსი პოეტისა და ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებლის კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 164 წლის იუბილე 15 ოქტომბერს აღინიშნა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ლაგოდეხის მუნუციპალიტეტის მერია, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კოსტაობის დღესასწაული ნამდვილად დღესასწაულია, რადგან სწორედ აქ კიდევ ერთხელ ვლინდება ოსი და ქართველი ხალხების ძმობა, ერთიანობა და ურთიერთსიყვარული.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს - თამაზ ბესტაევსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს - გივი ჯაფარიძეს,  ღონისძიების სტუმრებთან ერთად, ჭიშკართან ოსური ტრადიციით დახვდნენ – სამი ოსური ხაჭაპურითა და ლუდით სავსე თასით (უაცამონგა).

როგორც სკოლაში გვიყვებიან, უხუცესმა მასპინძელმა მათ უაცამონგა გადასცა, დალოცა სტუმრები და შესძახა „ომენ ხუცაუ!“. მათ შესვეს ლუდი და დააგემოვნეს ოსური ხაჭაპური.

კოსტაობის“ აღსანიშნავად სოფელ არეშფერანში ჩავიდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ნაირა ბეპიევი, სტუმრები ჩრდილოეთ ოსეთიდან, დაღესტანიდან, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

სტუმრებმა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, კოსტა ხეთაგუროვის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „კოსტაობა“ ტრადიციულად დოღით გაიხსნა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა. გამარჯვებულს თასი, სამახსოვრო სიგელი და ტრადიციულად ცხვარი გადაეცა. 

„ამის შემდეგ სადღესასწაულო ღონისძიებამ სოფლის სკოლის მთელი ეზო მოიცვა, სადაც სხვადასხვა გასართობი სივრცე მოეწყო. სამყარო ნათელ ფერებშია – ასე ხედავენ ბავშვები ცხოვრებას: გამოფენის „გაეცი სიხარულის“ ფარგლებში, მათ საშუალება ჰქონდათ დაეხატათ ყველაფერი, რაც სურდათ – მზე, ბუნება, მათი საყვარელი ცხოველები“, - გვიყვებიან სკოლაში.


ბავშვებს დღესასწაული მიულოცა შერიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ – ლია გიგაურმა არეშფერანის სკოლას სპორტული ინვენტარი (შვიდი ფრენბურთის ბურთი და სამი ბადე) გადასცა. სათამაშოები კი სოფლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გადაეცათ.
კონცერტი არეშფერანში კოსტაობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. სცენაზე გამოვიდნენ საბავშვო ანსამბლები „ლაკვასტი“, „ალგეთი“, „ლალე“, „ქურმუხი“, „ილიელი“, რომლებმაც ქართული და ოსური ხალხური ცეკვები შეასრულეს.


ოსი და ქართველი ხალხების ტრადიციებისა და კულტურის უნიკალურობა, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა – საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილემ - ფაბიოლა ალბანეზემ, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის პირველმა მდივანმა ანარ რასულოვმა და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის მრჩეველმა ირაკლი სანებლიძემ.


სადღესასწაულო სივრცის სხვა ნაწილში ასევე გაიმართა ტრადიციული შეჯიბრი – ჭიდაობაში, ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის. გამარჯვებულებს კი სიგელები და მედლები გადაეცათ, მთავარ გამარჯვებულს – ცხვარი.

„სტუმრების ყურადღებას განსაკუთრებით „გემრიელი“ კუთხე იპყრობდა – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და ლაგოდეხის მერიის წარმომადგენლები მათ ქართული და ოსური სამზარეულოს კერძებით გაუმასპინძლდნენ. ოსურ სუფრას სამი ოსური ხაჭაპური ამშვენებდა – კარტოფჯენ, ფიდჯენ, ცახარაჯენ, რომლებიც ოსური ტრადიციის მიხედვით, ღმერთის, მზისა და დედამიწის სიმბოლოა. სტუმრებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ ოსური ლუდი, ქართული მწვადი, მჭადი, ნამცხვრები და თათარა“, - ამბობენ სკოლაში.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა,  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ლაგოდეხის მუნუციპალიტეტის მერია, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. კოსტაობის დღესასწაული ნამდვილად სახალხო დღესასწაულია, რადგან სწორედ აქ კიდევ ერთხელ ვლინდება ოსი და ქართველი ხალხების ძმობა, ერთიანობა და ურთიერთსიყვარული.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები მუნის გავრცელების გამო - სამინისტროს განმარტება

განათლების ყოფილი მინისტრი, ახლახანს, მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები
 
 
 

მოსწავლეების ტესტირება იწყება - რეგისტრაციის ვადები და დეტალები

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მსგავსი ტიპის აქტივობა უმნიშვნელოვანესია საკუთარი ქვეყნის ისტორიის საფუძვლიანი გააზრებისათვის

პედაგოგმა პატარების სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და პირველი საანბანო გაკვეთილისთვის საკლასო ოთახიც საზეიმოდ, თემატურად მორთო

მასწავლებელი ამაყად აღნიშნავს, რომ ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას

მოსწავლეებმა ერთად აღნიშნეს შემოდგომის სილამაზე და სიხარული
 
საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება