| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებლმა - კრისტინა ბიჩახჩიანმა მოაწყო სადამრიგებლო საათი თემაზე - „მეგობრობა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი იყო - „ვისწავლოთ ნამდვილი მეგობრობა და ვაჩვენოთ ბავშვებს, რამდენად მნიშვნელოვანია ვიყოთ კარგი მეგობრები“.
აღსანიშნავია, რომ დამრიგებელმა, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა ბავშვებს.
პედაგოგმა და მოსწავლეებმა ერთობლივად შექმნეს სახალისო პოსტერები. მულტფილმების მაგალითებზე ისაუბრეს მეგობრობაზე და ერთად ააწყვეს მეგობრობის აღმნიშვნელი გულის ფორმის ფაზლი.
გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებმა და მასწავლებელმა, ისაუბრებს კარგი მეგობრის მაგალითზე, თუ როგორი უნდა იყოს ის და რა თვისებები უნდა ჰქონდეს მას.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ
საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა