| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროექტს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და USAID-ის საერთო დაფინანსებით მიმდინარეობს უკვე მრავალი კმაყოფილი და ამავდროულად ნიჭიერი მონაწილე ყავს. დღეს გაგაცნობთ „კიბერუსაფრთხოების“ ტრენინგ კურსის ერთ-ერთ მონაწილეს, ევგენი ლეფსაიას, რომელიც უკვე 11 წელია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობს, ახლა კი მის პოზიციას ტრენინგ-მენეჯმენტი წარმოადგენს.
ადრეული ასაკიდან აერო სფეროს ინტერესმა და ტექნიკურმა განათლებამ ევგენის შესაძლებლობები მისცა, რომ არამხოლოდ ავიაციით შემოფარგლულიყო მისი ინტერესი, არამედ სხვა სფეროებითაც.
„მუდმივი სწავლა და თვითგანათლება ჩემი ცხოვრებისეული პრიორიტეტია და მე სულ ვცდილობ, ვისწავლო და ავითვისო რაიმე ახალი და საინტერესო“- გვეუბნება ევგენი.
როგორც თავად გვეუბნება, კიბერუსაფთხოების ტრენინგი განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ის დიპლომირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტია და კურსმა საშუალება მისცა, საინტერესო და ხარისხიანი თეორიული ცოდნა მიეღო ამ მხრივ. ევგენისთვის ასევე მამოტივირებელ ფაქტორად იქცა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე ცხოვრების გამოცდილება, რომელსაც პროექტი სრულად აფინანსებს.
„ყველას ვურჩევ მონაწილეობა მიიღოს ამ ტრენინგ-კურსში. ეს მათთვის განსაკუთრებულად საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება იქნება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათ მეგობრული, სასიამოვნო გარემო დახვდებათ და ნამდვილად ნაყოფიერად გაატარებენ დროს“,- გვიყვება მონაწილე.
ევგენი კიბერუსაფთხოების ტრენინგის საშუალებით შეძენილ მისთვის მნიშვნელოვან ახალი უნარ-ჩვევებზეც გვესაუბრა, გაიგო: თუ რა ტიპის საფრთხეები არსებობს „კიბერსამყაროში“ და როგორ შეიძლება მათი გამოვლენა, თავის არიდება. ასევე, რა არის „სოციალური“ ინჟინერია, შეღწევადობის ტესტირება და ვინ არის „ეთიკური ჰაკერი“, მიიღო ინფორმაცია ამ სფეროში კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
„აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ შემმატა საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რისკებისა და საფრთხეების გამოვლენასა და გამკლავებაში“, - გვეუბნება ევგენ ლეფსაია.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ევგენი რამდენიმე წიგნის ავტორია, აქვს სტატიები დაწერილი ფინანსური განათლების კუთხით და სამოქალაქო ავიაციის საკითხებზე არაერთი ტრენინგ-კურსი ორგანიზებული.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ტრენინგ კურსის - „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“ განხორციელება სექტემბრის დასაწყისში დაიწყო, სადაც 80 მონაწილე შეირჩა. კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ფიზიკური, ინფორმაციული და ვებუსაფრთხოება, წვდომის კონტროლი, შეღწევადობის ტესტირება, საფრთხეების ლანდშაფტი და სხვა. ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ, KIU-ს სერტიფიკატის მისაღებად, მონაწილეებს გამოცდა ჩაუტარდებათ.
მაღალი დაინტერესების გამო, „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ საბაზისო ტრენინგ კურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.
პროექტი დაფინანსებულია USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტის ფარგლებში იგეგმება სამი სხვადასხვა დონის კურსის განხორციელება, რომელშიც 400 მონაწილე ჩაერთვება.
წინ კიდევ ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადა გველის
წინ კიდევ ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადა გველის
ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა
„როდესაც ვხედავთ ჩვენი გაზრდილი თაობების წარმატებას, ეს ყველაზე დიდი ჯილდო და სიამაყეა“...
„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...
წინ კიდევ ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადა გველის
წინ კიდევ ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადა გველის
„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი