სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რიხიანად რომ გაჰყვირით - მასწავლებლებს მე აღვუდგენ ღირსებასო, შეგვხვდით, ბატონო მინისტრო!“
10-10-2023
-
+


სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილი დირექტორების არჩევნებთან დაკავშირებით, მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. etaloni.ge სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

„კატეგორიულად მიუღებელია“... - მინისტრის პირველი კომენტარი სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით

სამ საათზე, დღეს, კიდევ ერთხელ ვთხოვთ მინისტრს შეხვედრას.

შეუძლებელია გუშინდელი შეურაცხყოფის მიღება.

გარდა იმისა, რომ, როცა მინისტრმა ბრძანა, არცერთი კანდიდატი არ აპროტესტებს გასაუბრების ბუნდოვანებას და ის ღია და გამჭვირვალე იყოო, სწორედ იმ დროს სამინისტროს ფოიეში ვიდექით მეორე და მესამე ეტაპის აპლიკანტების საინიციატივო ჯგუფი, ხუთი ადამიანი და ველოდებოდით დაპირებულ შეხვედრას ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.

ჩვენ არცერთი და არავინ ვართ? ჩვენ უკან დგას ოცდაშვიდი ადამიანი, რომელთა სარჩელი სასამართლომ, როგორც იქნა, სრულად მიიღო… გადაგვაყოლეს თავიანთივე შვებულებას… ჩხოროწყუს სკოლები… გუშინ ჩვენ გვერდით მდგომი 178-ე სკოლის პედაგოგები…

და ყველა ის სკოლა, არჩევანის გარეშე რომ დატოვეს ყოვლად გაუგებარი მიზეზით…

სამის ნახევრიდან ექვს საათამდე ველოდეთ ქალბატონ ლალის, რომ გვეთხოვა მისთვის, დაეორგანიზებინა მინისტრთან შეხვედრა… სხვაზე ვერაფერზე გვიპასუხებდა ქალბატონი ლალი, მინისტრთან გვაქვს შეკითხვები.

ქალბატონი ლალი არ ჩამოვიდა…

ჩვენ მოსაცდელი დრო გვაქვს, ათობით და ასობით ადამიანის წარმომადგენლობას რომ ვკისრულობთ???

ჩათვალეთ, გვაქვს… დღესაც მოვალთ და დღესაც მოვითხოვთ, გვიპასუხოს პირადად მინისტრმა იმ დარღვევებზე, დირექტორების გამოცდაზე რომ უხვად გაატარეს…

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი გაბედავთ მხარდაჭერას, მოხვალთ ჩვენთან, თუ უბრალო ლაიქს დასვამთ ამ სტატუსზე…

ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთი ადამიანის პროტესტსაც მნიშვნელობა ექნება… უბრალოდ კიდევ ბევრი მოთმინება და ლოდინი დაგვჭირდება, ვეჭვობ… სამ თვეზე მეტია ველოდებით მართალ პასუხს.

თუ გამოხატავთ მხარდაჭერას, ბევრად ეფექტური იქნება პროტესტი და ბევრად ადრე მოუნდება მავანს, გაასწოროს შეცდომები…

პ.ს. ჩვენს მიმართვას ბაკურ სულაკაურის ნაჩუქარ ჩანთაში უდევს სამ საათამდე ბინა… ჩანთას აწერია - მადლობა მასწავლებელო…

აი, რიხიანად რომ გაჰყვირით ხოლმე, მასწავლებელს მე აღვუდგენ ღირსებასო, უნდა გაგახსენდეთ მასწავლებელი მაშინ, როცა თვეობით ალოდინებთ, თქვენივე შეცდომებზე რომ უპასუხოთ… სამინისტროს კარზე მოსულს ალოდინებთ საათობით და დღის ბოლოს საერთოდ არ ჩადიხართ… რაში განაღვლებთ მისი დრო და ნერვები???

თქვენ თქვენი პროფესიული ვალდებულების შესრულება მოგიწევთ, მასწავლებლები ღირსების დაცვას ყოველთვის თვითონ ახერხებენ!

„დამატებით 350-მდე სკოლა დატოვეთ სერტიფიცირებული ხელმძღვანელის გარეშე, საკითხში გარკვეულები ვართ, ბატონო მინისტრო“ - განათლების მკვლევარი ამილახვარს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სკოლის მოსწავლეებში გავრცელდა არასრულწლოვნის ვიდეო, რომელიც მას ფარულად გადაუღეს - დეტალებს პროკურატურა ასაჯაროებს

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია 

საკვალიფიკაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მასწავლებლებს ვადა 2029 წლის 1-ელ იანვრამდე აქვთ

საჯარო სკოლების წესდების დოკუმენტში ცვლილება შევიდა

ავერსიული რეაქცია, ასერტულობა, იმერსია.. - ტერმინები, რომლებიც ბაღის აღმზრდელებმა უნდა იცოდნენ

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

კვირეულის ფარგლებში, სკოლას სტუმრობდა ​კვერეთის აღკვეთილის დირექტორი ბესო შუბითიძე

 

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები

 

„პრეზენტაცია გამოირჩეოდა ინფორმაციული სიღრმით, ემოციური დატვირთვითა და სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი დონით“

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება