სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დამატებით 350-მდე სკოლა დატოვეთ სერტიფიცირებული ხელმძღვანელის გარეშე, საკითხში გარკვეულები ვართ, ბატონო მინისტრო“ - განათლების მკვლევარი ამილახვარს
10-10-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განმარტებას, რატომ არის სკოლების უმეტესობაში დირექტორობის თითო კადრი წარდგენილი, შალვა ტაბატაძე, განათლების მკვლევარი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამილახვარს შეცდომაში შეყავს საზოგადოება, როცა სკოლებში დირექტორობის მუსრველთა თითო კანდიდატის წარდგენასსთან დაკავშირებით გამოთქმულ  კრიტიკულად განწყობილ ხალხს უცოდინრობაში ადანაშაულებს.

„კატეგორიულად მიუღებელია საკითხის პოლიტიზირება“ - მინისტრის პირველი კომენტარი სკოლებში დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით 


როგორც სოციალურ ქსელში განათლების მკვლევარი წერს, რამდენიმე განმარტება მინისტრის საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ბრიფინგიდან, რომლის დროსაც კრიტიკოსებს მოუწოდა ჯერ საკითხში გარკვეულიყვნენ:

1. სკოლის დირექტორობის 1409 სერტიფიცირებული კანდიდატი იყო, რომლებიც შეიძლება წარედგინათ სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის. სამინისტრომ სამეურვეო საბჭოებს წარუდგინა 927, ანუ 482 სერტიფიცირებული კანდიდატი დაიბლოკა კომისიის მიერ, იმ კომისიის მიერ, რომელმაც შეითავსა რეალურად სამეურვეო საბჭოების კომპეტენცია, რადგან ამ არჩევნების არსი სწორედ ის არის, რომ სამეურვეო საბჭოებმა თვითონ გადაწყვიტონ რომელია მათთვის ყველაზე მისაღები კანდიდატი წარდგენილი ხედვიდან და სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე. კომისია გასაუბრებით ვერ გადაწყვეტს ამ საკითხს, რადგან არ იცის თითოეული სკოლის კონტექსტი და არც უნდა წყვეტდეს. რეალურად, ამ კომისიის მუშაობის მიზანი რაც იყო, ყველამ კარგად დავინახეთ;

2. პირველადი არჩევანის მიხედვით 382 სკოლაში იყო ერთზე მეტი დირექტორობის კანდიდატი დარეგისტრირებული. მათ შორის იყო სკოლები, სადაც 10 კანდიდატზე მეტი იყო დარეგისტრირებული, იყო 16- კანდიდატიანი სკოლებიც. 894 სკოლაში მხოლოდ 1 კანდიდატი იყო. 798 სკოლაში საერთოდ არ იყო კანდიდატი. გასაუბრების შედეგად 382 სკოლაში სადაც ერთზე მეტი კანდიდატი იყო რეგისტრირებული და რეალურად არსებობდა არჩევანის შესაძლებლობა, სამინისტრომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გააგზავნა მხოლოდ ერთი კანდიდატი. ანუ 382 სკოლაში არჩევანის შესაძლებლობა არ მისცა სამეურვეო საბჭოებს;

3. კანდიდატების რეგისტრაციიდან გამომდინარე 1276 სკოლაში იყო შესაძლებელი, რომ ყოფილიყო სერტიფიცირებული დირექტორი. დღევანდელი მოცემულობით, მხოლოდ 927 სკოლაში შესაძლოა გვყავდეს სერტიფიცირებული დირექტორი. ანუ, სამინისტრომ გასაუბრების შედეგად 350-მდე სკოლა დამატებით დატოვა სერტიფიცირებული ხელმძღვანელის გარეშე, ისედაც მწირი კვალიფიციური კადრების პირობებში;

4. სამეურვეო საბჭოებს რჩებათ ერთადერთი უფლებამოსილება, რომ წარდგენილი კანდიდატი თუ ვერ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ჩააგდონ და არ აირჩიონ დირექტორად, თუმცა ესეც ფიქტიური პროცესია, რადგან სამეურვეო საბჭოს მიერ ჩაგდებული კანდიდატის დისკრეციით დანიშვნის უფლებამოსილება გააჩნია მინისტრს. შესაბამისად, ერთკანდიდატიანი არჩევნების პირობებში რომ გადაწყვეტილებას მაინც სკოლები იღებენ, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება;

5. გარკვეული ვართ, ბატონო მინისტრო, და გარკვეული რომ ვართ და გული შეგვტკივა განათლებაზე, განვითარებაზე, დემოკრატიულ და განათლებულ საქართველოზე, ქვეყნის მომავალზე, იმიტომ ვართ კრიტიკულები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„ერი, რომელსაც ჰყავს კარგი მასწავლებელი, ყოველთვის იპოვის გზას გადარჩენისაკენ“.

საშუალო ხელფასები 248 ლარით გაიზარდა - განათლებაში კი 1517 ლარი გახდა

„მინდოდა ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი ვყოფილიყავი“, - საინტერესო ისტორიები პატრიარქის ბავშვებისა და ოჯახის შესახებ

 

უმაღლესების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებაში უმაღლესები არ მონაწილეობენ

მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა მოიცავს საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათებს

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მე-7 კლასელები პროექტში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და თემის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები შექმნეს

 

მსგავსი პრაქტიკული მეცადინეობები ხელს უწყობს მოზარდებში კვლევითი უნარების განვითარებასა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაღრმავებას

მოსწავლეებმა დედის დღისადმი მიძღვნილ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება