| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ის მიმართულებები დაასახელა, რომელსაც ცვლილებები შეეხება:
„ერთი საკითხი რომელზეც ახლა ვმუშაობთ სამინისტროში და ყველა აქტორი გავაერთიანეთ, ესაა სკოლის ავტონომია; ცვლილება შეეხება ასევე ზგემს - ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, მთავარ დოკუმენტს, რომელიც მრავალი წლის წინ იქნა მიღებული და ვფიქრობთ, აუცილებლად გადასახედია, რადგან თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან არ მოდის თანხვედრაში“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა და დასძინა, რომ „ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის საკითხების წყება, როგორც მნიშვნელოვანი, ისე პრობლემური“.
მინისტრმა მოსწავლეთა შეფასების სისტემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ცოდნის ხარისხის შემოწმების მექანიზმები არ არსებობს: წლების წინ არსებობდა KAT-ის გამოცდები, რომლებიც გაუქმდა... აქვე დავძენ, ამ რეფორმას ვეთანხმებოდი მაშინაც და ახლაც ასე ვფიქრობ, თუმცა დღეს შეფასების არანაირი მოდელი აღარ გვაქვს, ამიტომ სამინისტროში არის გარკვეული მოსაზრებები“...
ამილახვარმა დაასახელა ასევე ავტორიზაციის პროცესი, სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს ტრენინგებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ინსტურმენტებს და ისაუბრა სკოლების დაფინანსებაზე, ინფრასტრუქტურაზე, სასკოლო კვებაზე... ყველაფერთან ერთად „ერთ-ერთი მთავრი საკითხია მასწავლებელი - მისი სამუშაო, ფინანსური თუ სოციალური პირობები“, - დასძინა მინისტრმა.IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“