სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრობლემად რჩება სკოლის პერსონალისა და მშობლების ინფორმირებულობა  - რა გამოწვევებია ინკლუზიური განათლების მიმართულებით
07-10-2023
-
+


გამოწვევად რჩება ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა; გამოწვევაა სასკოლო ასაკის ყველა შშმ ბავშვის ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში  - აღნიშნულია სახალხო დამცველის 2022 წლის საპარალამენტო ანგარიშში. 

საქართველოს მასშტაბით მოქმედი 2301 საჯარო და კერძო სკოლიდან, სსსმ (შშმ) მოსწავლეები ირიცხებიან მხოლოდ 1595-ში.
აღსანიშნავია, რომ წინა სასწავლო წლების მსგავსად,ზოგად განათლებაში ჩართულ სსსმ (შშმ) გოგონათა რაოდენობა ბევრად
ნაკლებია ბიჭებისაზე.

„2021/2022 სასწავლო წელს გამოვლინდა სწავლის მიტოვების შემთხვევები. გამოწვევაა სასკოლო ასაკის ყველა შშმ ბავშვის ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში.

2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სკოლის მიღმა დარჩენილია 611 შშმ ბავშვი, მათ შორის ყველაზე მეტი - თბილისში (94), ასევე, გარდაბანსა (37) და ბათუმში (36).

პრობლემად რჩება სკოლის პერსონალისა და მშობლების ინფორმირებულობა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მშობლების მხრიდან შვილის განათლების უფლების უგულებელყოფის შემთხვევებში, სკოლები სოციალურ რგოლს არ მიმართავენ. 2022 წელს განხორციელებული აქტივობების მიუხედავად, გამოწვევად რჩება წვდომა ინფრასტრუქტურასა და სასწავლო რესურსებზე, ასევე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების რაოდენობა რეგიონებში“, - აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება