სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიული განვითარების დადგენილებაში ცვლილება შევიდა - ვინ მიიღებს 1000, 700, 500 ლარს
07-10-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გრანტით ჩარიცხული სტუდენტები 1000, 700 და 500 ლარს მიიღებენ.

პროგრამის რეგულირების სფეროა ადგილობრივ საჯარო სკოლებში რეგისტრირებულ მოსწავლეთა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტთა წახალისება.

დოკუმენტის მიხედვით, მხარდაჭერის გაცემის აუცილებელი პირობაა მოქალაქე/ორგანიზაცია რეგისტრირებული იყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გამონაკლისს წარმოადგენენ: ა) მოსწავლეები, რომელთათვისაც საკმარისი პირობაა რეგისტრირდებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო სკოლაში, ბ) ბასილ მელიქიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული, რომლისთვისაც საკმარისი პირობაა რეგისტრირდებოდეს საქართველოს მოქალაქედ, გ) აბიტურიენტები, რომლებიც საუკეთესო შედეგებით ჩაირიცხნენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე, რომელთათვისაც საკმარისია ჰქონდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაცია ან/და რეგისტრირებული იყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლაში.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიას წარმატებით ჩარიცხული აბიტურიენტები და მაგისტრანტები მიიღებენ;  100%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტები ერთჯერადად 1 000, 70%-იანი გრანტით ჩარიცხულები - 700, ხოლო 50%-იანი გრანტით ჩარიცხული აბიტურიენტები 500 ლარს მიიღებენ.

პრემიის მისაღებად აბიტურიენტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) განცხადება მერის სახელზე;

გ) წარმატებით ჩარიცხული აბიტურიენტის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა სახელმწიფო გრანტის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან;

ე) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი ან/და  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლაში რეგისტრაციის ცნობა;

ვ) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები;

ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება