| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო. მოსწავლე-მასწავლებლებმა „შოთაობის“ სახალხო დღესასწაული აღნიშნეს.
სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა ლ.დათაშვილმა აღნიშნულ დღესასწაულზე ოთახის ყვავავილების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო, რომელშიც მოსწავლეები ხალისით მონაწილეობდნენ.
„საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხით პედაგოგმა შეიძინა ყვავილების ქოთნები, რაშიც განთავსდება ოთახის ყვავილები და გაალამაზებს სკოლის სივრცეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე ხალისიანი, საინტერესო და ნაყოფიერი იყო გამოფენაში მონაწილე თითოეული ადამიანისთვის.
შეგახსენებთ, რომ „შოთაობის“ დღესასწაული სამცხე ჯავახეთის მხარეში 1966 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს